• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს – პაპუაშვილი 71 წლის ქალის დაკავებაზე

ალია ავტორი - ალია
14:09 11-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,533

შალვა პაპუაშვილმა 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა:

,,რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ, რაღაც ხელისუფლებასთან შეხვედრები უნდოდა, მერე ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილე იყო ამ ყველაფრის ეუთოს მოქმედი თავჯდომარე.

(…) თავად მივიდა, რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ მეყანწიშვილია თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.

ის ვიდეო არ ნახეთ? “აბა მასკიანები წამოდით ჩვენთან ოფისში, გადავჯგუფდეთ და შევუტიოთ პრეზიდენტის სასახლეს”, ნახეთ თქვენ ვიდეო, სადაც ქალბატონი მეყანწიშვილი აორგანიზებდა პრეზიდენტის სასახლეზე განმეორებით შტურმს, ამ ადამიანთან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავჯდომარის მანდატით გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და ამით მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა მოძალადეები, რომლების პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი ოცმა ადამიანმა, აი, ზუსტად, მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამითი შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის.

ასე, რომ მორალი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე და სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს, პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პრესპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ, აი, ამისი შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში, ასე რომ პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მნიშვნელოვანია, მართლწესრიგი იყოს დაცული და კანონი აღსრულებული.”

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved