• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს “სულში ჩაფურთხების” პროცესია მთავრობის გულშემატკივრებისთვის” – მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
18:01 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,181
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
მოდით ვიყოთ გულწრფელი, ის რაც ახლა ხდება, ფინანსურ სიდუხჭირის პარალელურად, მილიონობით ამოღებული ფული, კილოგრამობით ოქრო და ასობით უძრავი ქონება, ძალიან მძიმე და “სულში ჩაფურთხების” პროცესია მთავრობის გულშემატკივრებისთვის.
რადგან ჩემთანაც კი, კომენტარზე რეკავენ ისეთი ოპოზიციური არხები, რომლებსაც თავად ვყავარ “გამოჭენებული” ქარდებში, როგორც “ოცნების” პროპაგანდისტი და თანაც მეუბნებიან,რომ სიტყვას არ ამოჭრიან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დაწყებულია “ჩვენს ფლანგზე” “კბილის მოსინჯვის” პროცესი.
ვინც ოდნავ ჩახედულია პიარში იცის, რომ კრიზისების დრო საუკთესოა რებრენდინგისთვის, “ძველი -ახალი” სახეებით ჩანაცვლებისთვის, მითუმეტეს, როცა ოპოზიციური ფლანგი,უსამშობლოთა კოჰორტა განფენილია ევროპასა და აშშს ველებზე და სანუკვარ მომენტს ელოდება, როდესაც ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას დაემშვიდობება, ხოლო ჩასაფრებული გიენები საბოლოო ლახვარს ჩასცემენ სისხლიდან დაცლილ ქართველებს!
აი ამ დროს კი საჭიროა, “ნწ,ნწ,ნწ ძახილი, ეს რა გვჭირს ჩვენს რიგებში, ყველაფერი იმდენად ცუდათ არის, რომ იქნებ და ღირდეს ჯერ სპიკერობა, შემდეგ ექსპერტობა და ბოლოს იმ ხალხის რიგებში დგომა, რომელიც ევროპულ დოტაციაზეა. (რაღაცას მაინც გადმომიგდებენ)
ეჭვი “მურტალი” რამ არის!
ყველა დიდი ომების და ბრძოლების მიზეზი უნდობლობა და ეჭვია.
ზუსტად ეს პროცესი მიდის ახლა.
გარემოება და შექმნილი ტყუილ-მართალში აზელილი ლეგენდა საოცრად უწყობს ხელს პროცესს:
1. “ოცნების” რიგებში ქაოსია
2.ბიუჯეტიდან არნახული ქურდობა ფიქსირდება
3. თურმე ქვეყანა კი არა, დიდი ნარკოკარტელის პარკინგი ვყოფილვართ
4. ხალხში იმედგაცრუებაა
5. სპორტული ფედერაციებიც კი ქურდობენ
6.ზოგი მამაო მიტინგზეა,ზოგი აშშ-ში
7. ჩავარდნილი ტენდერები ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
8. ციხეები გადაივსო ახალგაზრდებით
9. ” ჩაგრული მომიტინგეებია “”კარწინკა” დასავლეთისთვის გამზადებულია
10. და რაც მთავარია!!! მიუხედავადა გახშირებული ბრიფინგების, ინფორმაცია მწირია,შესაბამისად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს!!!!
ეს 10 პუნქტი საკმარისია მერყევი ელემენტების გადმოსაბირებლად და ახალი ბზარების გამოსაწვევად.
არასოდეს არ შეიძლება მოდუნება და მტრის ჯეროვნად არ შეფასება!
უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენ რეალურად არა ოციოდე ეგზალტირებული, გზააბნეული ახალგაზრდა გვებრძვის, არამედ კარგად გაწვრთნილი და დაფინანსებული აგენტურული ქსელი, რომელიც ტოლს არ დაუდებს აბვერს!
ყოველი დღე რისკის მატარებელია, რადგან გაღრმავებული კრიზისი სამთავრობო ძველ და ახალ წარმომადგენლებს შორის,აჩენს ნიჰილიზმს მოსახლეობაში,რაც საუკეთესო ნიადაგია მტრისთვის!
ახლა შევხედოთ რეალურ სურათს:
1. საქართველო ხდება ეკონომიკური ჰაბი
2. ჩვენი ქვეყანა ლიდერია ამიერკავკასიულ ანკლავში
3. აზიური და არაბული ინვესვესტიციები წელში გამართავს ქვეყანას
4. გახარიამ საბოლოოდ “გააპრავა” პარლამენტის ლეგიტიმაცია
5. საქართველოს მთავრობა
ღირსეულად არის წარმოდვენილი ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებზე,როგორც მიმღები მხარე
6.ქვეყანა არნახული ტემპებით ებრძვის ნარკორეალიზატორებს
7. კორუფციასთან ბრძოლა ზენიტშია
8. ხდება ძველი და ახალი აგენტურული ქსელების გამოვლინება
9. სუსი,შსს და პროკურატურა ერთიან ფრონტად იბრძვიან და რაც მთავარია!!!!!!
10. დღე-დღეზე მოხდება “ნაციონალების” და მათი სატელიტი პარტების აკრძალვა!
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველაზე უპრიანი იქნება, თავი დავანებოთ ნაადრევი დასკვნების გაკეთებას, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია,
არ შევიქმნათ ხატი და მიუხედავად პირადი სიმპატიების და ანტიპატიების ვიფიქროთ ქვეყნის კეთილდღეობაზე.
ძნელია?
არა, იმ შემთხვევაში, თუ თავს დავანებებთ მარჩიელობას და ყველა ჩვენს საქმეს მივხედავთ. არ არის აუცილებელი საათში ერთხელ საკუთარი “ბრძნული აზრების” ფრქვევა მაშინ, როდესაც სიმართლის 15 %- იც არ არის ცნობილი.
მოთმინება რჩეულთა და ბრძენთა ხვედრია,
სულსწრაფობა-მდაბიოთა.
ჩემი, როგორც პოლიტოლოგის აზრია, რომ პროცესი მძიმე,მაგრამ მართვადია.
პირადად პრემიერი, შსს,სუსი და პროკურატურა ერთიანი ფრონტით იბრძვის.
წინა მთავრობის გადაცდომები კატასტროფული და დამაზიანებელია როგორც ეკონომიკურად,ასევე
მორალურად.
P.S. ერთი რჩევა მაქვს, იმის გამო რომ ნაქურდალის გამოვლენის პროცესი ძალიან მტკივნეულად გადის მოწყვლადი ჯგუფების ფსიქიკაზე არ იქნებოდა ურიგო ნაქურდალი მილიონების ხარჯზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პენსიები.
ყველას გამძლეობას და წინსვლას გისურვებთ,
სწორ გზაზე ვდგავართ!
საქართველო
უპირველეს ყოვლისა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved