• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:40 10-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,727

დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს:

„პოსტ 4 ოქტომბრის დისკუსიაში მინდა, უფრო დეტალურად გაგაცნოთ რეჟიმთან ბრძოლის ჩემი ხედვა.

დღეს, გასაგები მიზეზების გამო, საუბარი დავიდა ორ რამეზე: „არც არჩევნები გამოდის, არც მშვიდობიანი რევოლუცია, აბა, რა ვქნათ?“

მეგობრებო, ასე არ დგას საკითხი. გამარჯვების გზა არსებობს! ჯერ ერთი, მშვიდობიანი რევოლუცია კი არ ჩავარდა, უბრალოდ, მისი სიმულაცია არ გამოდის და ამას არასდროს უნდა ვეცადოთ. მშვიდობიანი რევოლუცია თავისუფლად შეიძლება მომწიფდეს, უბრალოდ, ჩვენ მხოლოდ ამაზე არ უნდა გვქონდეს გათვლა და არც ლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ.

პირველ რიგში, შევაფასოთ რეჟიმის ბუნება, რომ მასთან დაპირისპირების სწორი მიმართულებები ჩამოვაყალიბოთ. ამ რეჟიმს ბევრი ხარისხობრივად ახალი მაჩვენებელი აქვს, კლასიკურ დიქტატურასთან შედარებით:

რეჟიმი დგას გარე ძალაზე, მისი სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვანი წყარო არის რუსეთი. შესაბამისად, გეოპოლიტიკური ფაქტორი და მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

პროპაგანდა, როგორც მძლავრი იარაღი, მუდვმივად ახერხებს პროდასავლური ფლანგის გაშავებას, ნდობის დეფიციტის გაღრმავებას, ხალხის შიშით მანიპულაციას დაქსაქსულობის ხელშეწყობას (ეს სრულიად ახალი იარაღია).

ფორმალური და არაფორმალური საყრდენები, რომლებზეც დგას ოლიგარქია. პირველ რიგში, ეს თავად უთანამდებობო ბიძინაა. ასევე, გარკვეულ მომენტებში პოლიციელზე უფრო ძლიერი შეიძლება იყოს „ტიტუშკების“ ორგანიზატორი. რომელიმე მინისტრზე უფრო ძლიერი – პროპაგანდის ორგანიზატორი. ეკონომიკის მინისტრზე უფრო გავლენიანი ბიძინას ბიზნეს წრე. სუსი არა მდინარაძეა (საკმაოდ შეზღუდული არსება), არამედ რუსეთი. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ოლიგარქს ხელიდან არა მხოლოდ მიტაცებული ინსტიტუციები უნდა გამოვგლიჯოთ, არამედ დასუსტებული არაფორმალური საყრდენებიც.

განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი ერთი ვერტიკალის ქვეშ – ეს ეხმარება ადამიანების მოსყიდვაში, ყალბი ექსპერტების შექმნაში, არჩევნების მიტაცებაში და ა.შ.

შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა უნდა მიემართებოდეს ყველა ოლიგარქიული საყრდენის განეიტრალებას. მივყვეთ პუნქტობრივად:

გეოპოლიტიკური სურათი ტურბულენტურია, მაგრამ რუსეთი სუსტდება რეგიონში. ხალხმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა მოახერხა ჩვენი საერთაშორისო რადარზე შენარჩუნება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი შედეგია, რომ, ჯერ-ჯერობით, საქართველოს ბიძინა ივანიშვილად არ აღიქვამენ. თუმცა, მეტი გვინდა. ჩვენი ამოცანაა:

– დაჩქარდეს საქართველოსთან მიმართებით სამოქმედო გეგმის შემუშავება, კონკრეტული ნაბიჯების;

– დაჩქარდეს და სწორ სამიზნეებზე მიემართოს სანქციები;

– დაგვეხმარონ პროპაგანდასთან ბრძოლაში.

. პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ:

– მორალური უპირატესობა;

– კოორდინირებული საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც შეტევაზეა;

– პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა (ეს გაზრდის ხალხში მოტივაციას და იმედს);

– დასავლეთის დახმარება.

საყრდენების განეიტრალება:

– ართანამშრომლობა – რეჟიმის პოლიტიკური, სოციალური და საერთაშორისო იზოლაცია. ამ „მოხრჩობამ“ უნდა შეაფერხოს მათი ფუნქციონირება და მონებს გაუჩინოს შიში, რომ მეტს დაკარგავენ ამ წნეხისგან, ვიდრე იღებენ ბიძინასგან.

– საერთო სახალხო პროტესტი: რუსთაველის გამაგრება; დიდი აქციები; ტარგეტირებული პროტესტი.

ფინანსურ რესურს გაანეიტრალებს სანქციები (ამაზე პირველ პუნქტში დავწერე);

ამ ყველაფრიდან ნაწილს ვაკეთებთ, ნაწილს – არა/ვერა. აბა, წარმოვიდგინოთ აქედან 70% მაინც რომ სრულდებოდეს, გარდაუვალი იქნება მათი მარცხი.

ამ ყველაფერს სჭირდება:

– გამძლეობა (უკრაინელებმა რაღა თქვან?!);

– პოლიტიკური და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კოორდინაცია;

– გულწრფელი მოტივაცია და არა მხოლოდ საკუთარ პლატფორმაზე ან ეგოზე მუშაობა;

პ.ს. საკნიდან განსაკუთრებით სევდიანია ადამიანურად თუ პოლიტიკურად “ლელოს” აგრესიისა და გაჯიუტების სმენა.

მივხედოთ საქმეს, მივმართოთ ხალხს.

ბოლომდე!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved