• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა” – რას წერს შალვა პაპუაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:36 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
685

,,ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში:

,,ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა.

უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ, ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა, მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი ენჯეო კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი უცხოელი, ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით, პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა ბანკზე წავიდა – დაუპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას.

თუმცა, ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა, ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარე უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს.

რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი, ხალხის ნდობა უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.

არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზდება.

ამასობაში, ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას.

ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში… ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved