• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რუსული ფულის გათეთრების საქმე მალე ჩაიფარცხება” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 09-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,რუსული ფულის გათეთრების საქმეში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ეს ამბავი მალე ჩაიფარცხება. შედეგი იქნება ის, რომ ვალუტის გადამცვლელი ამ პუნქტის კლიენტებს, რომლის ფულსაც აკონვერტირებდა და შემდეგ მისი ნაწილის საქართველოში ინვესტირებას ახდენდა, გაწეწავენ. ზოგს ქონებას გადააფორმებინებენ, ზოგს ფულს მიატანინებენ. ბიუჯეტში 700 მილიონი კი არა 7 მილიონიც არ შევაა. ეს რიცხვი სასაცილოდ მცირე აღმოჩნდება. რუბლების კონვერტაციით მიღებული დოლარების იმ ნაწილს, რომელიც გავიდოდა რუსეთში( აზერბაიჯანი აქ ტრანზიტად იყო გამოყენებული), ვერასდროს მიაგნებენ.

ფულის გათეთრებაზე საქმე ერთი წლის წინ ყოფილა აღძრული. დღემდე ვალუტის გადამცლელი პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა და ამ პუნქტის მეპატრონე გამოძიებასთანაც თანამშრომლობდა ანუ უკვე დასახელებული ჰყავს თავისი კლიენტები და ფულის შემოტანის სქემაც აღწერილი. ეს სასამართლოზე ითქვა. როგორც ჩანს, მოატყუეს, ათანამშრომლეს და დააპატიმრეს. ამ საქმის სკანდალურად გახმაურება რაღაცისთვის დასჭირდათ თითქმის ერთი წლის შემდეგ. მანამდე არც აპირებდნენ როგორც ჩანს გახმაურებას, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ამ ფულით ვიღაცები ხელისუფლებაში ხელის მოთბობას აპირებდა.

რაც შეეხება 700 მილიონ დილარს, ესეც მოგონილი რიცხვია. საქართველოში მოქმედი 720 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წელიწადში აკონვერტირებს დაახლოდბით 4-5 მილიარდ დოლარს(2,5 მილიარდ დოლარს 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით) ანუ ერთი ასეთი ჯიხურის ბრუნვა წელიწადში საშუალოდ გამოდის 7 მილიონ დოლარამდე. თურმე ეს ერთი, ფულის გამთეთრებელი პუნქტი კი წელიწადში 350 მილიონ დოლარს აკონვერტირებდა. აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველიში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ “საქართველოს ბანკი”, “ტბს ბანკი” და კიდევ ორიოდე თუ შესძლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის ყველა კომერციული ბანკის მთლიანად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა( ეროვნული ბანკიდან, კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსოებიდან, ჯიხურებიდან, ფიზიკური და იურიდიული პრებიდან) 2024 წელს შეადგენდა 55 მილიარდ დოლარს. აქედან დაახლორბით 70 პროცენტი ანუ 38 მილიარდი მოდის ორ ბანკზე, “საქართველოს ბანკზე” და “ტბს ბანკზე”. დანარჩენ 15 ბანკზე გამოდის 17 მილიარდი დოლარი ანუ 1,2 მილიარდი დოლარი საშუალოდ ერთ ბანკზე წელიწადში. თურმე ერთი პატარა ჯიხური თითქმის კომერციული ბანკის ტოლფასს საქმეს ატრიალებდა.

არასერიოზულია ეს. იმ 720 სავალუტო პუნქტიდან კიდევ რამდენიმე რომ აღმოჩნდეს მსგავსი საქმიანიბით დაკავებული? არა და მათი უმეტესობს მართლაც ეწევა რუსული რუბლების დიდი ოდენობით კონვერტაციას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოქმნილი მიგრაციული ნაკადების გამო.

ზემოთ მოყვანილი რიცხვები კარგად აჩვენებენ ქვეყნის სავალუტო ბაზრის ზომას და გამოძიების მიერ დასახელებული ვალუტის გადამცვლელი ამ ერთი პუნქტის მიერ წარმოებული კონვერტაციების მოცულობის აბსურდულობას.

თუ რაში დასჭირდათ ამ აურზაურის ატეხვა, მომავალში გამოჩნდება.

ახლა არა ფინანსურად, არამედ “ფიზიკურად” შევხედოთ მოვლენას. ერთი მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურით არის ერთი “დიპლომატი” ხელის ჩემოდანი, რომლის წონა 10 კილოგრამია. 5 ათასი რუბლის კუპიურით ერთი მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის 2 დიპლომატი. 700 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული რუბლი არის 1400 ჩემოდანი. ეს არის 14 ტონა. ტონობით ფული შემოზიდეს და თუ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ან არაპროფესიონალიზმის ან კორუფციული მფარველობის მაჩვენებელია.

ეს ჯიხური თურმე დღეში ორ ჩემოდან ფულს ათეთრებდა:))
დაუჯერებელია.

სასამართლოზე გამოჩნდება, რომ დიდი ალბათობით ეს ასე არ არის. რაც არის, ისიც მსუყე ლუკმა აღმოჩნდება ვიღაცებისთვის. ამით დამთავრდება ეს ისტორია. ბიუჯეტში კაპიკები შევა. ერთი ანდაზისა არ იყოს, გამოვა, რომ მთამ შობა თაგვი.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved