• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს არამზადები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას, რომ ტელეფონზე ლაპარაკის უფლება შეუზღუდეს ვინმეს!” -2004 წლის ,,ალიაში” გამოქვეყნებულ რა ინტერვიუს აქვეყნებს რუსუდან შარაძე?

ალია ავტორი - ალია
23:51 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,374

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე 2004 წლის ,,ალიაში” გამოქვეყნებული ინტრვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს:

,მამაჩემის მკვლელების (შემკვეთები, შემსრულებლები, მხარდამჭერები…) მსხვერპლის როლში ყოფნა, მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ გამოიწვიონ ადამიანური თანაგრძნობა და მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ საკუთარი ბინძური ცოდვების შემსუბუქება.

ვინაიდან, არაფრისდიდებით ეს არ მსურს, ვადგავარ კანონის გზას; ამიტომ ვითმენ და კიდევ მოვითმენ – ვიცი, სამართალი კანონიერად აღსრულდება! და გამარჯვებაც მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი!

გურამ შარაძის მკვლელები ციხეში თუ ჩალპებიან, არ მეწყინება, ჩემთვის მთავარია გასამართლდნენ-მეთქი, – ვთქვი ბევრჯერ… და თუ მაინც ჩალპებიან, ვისურვებდი, რომ ნორმალურ პირობებში და ასი წლის შემდეგ ამოსძვრეთ დამპალი სული, რათა დიდი დრო ჰქონდეთ უმოწყალოდ დახოცილი და გაუბედურებული ადამიანების აჩრდილებში გატარებისთვის.

მოკლედ, ვემხრობი, რომ პატიმრები, მათ შორის, მამაჩემის მკვლელები, ციხეში ნორმალურ პირობებში იმყოფებოდნენ. უბრალოდ, ეს ნაძირლები, არამზადები, საქონლები და კამბეჩები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას, რომ ტელეფონზე ლაპარაკის უფლება შეუზღუდეს ვინმეს.

ქვემოთ ვაქვეყნებ გურამ შარაძის სიტყვებს, რა პირობებში ჰყავდა სააკაშვილის ბანდას პირველი პატიმრობისას, 2004 წელს. ამას თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ, იქნებ აკაცუებმა და მათი ჯოგის ყოჩებმა, მარტო საკუთარ დახასიათებას რომ წაიკითხავენ აქ და გამწარებულები ანონიმურად მივარდებიან, ამასაც მოჰკრან თვალი და დაწერონ ორი სიტყვა.

გურამ შარაძე: „მე ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ ვიყავი და არა სისხლის სამართლის, მაგრამ, როგორც კრიმინალი, კაცისმკვლელი ან რაიმე უბედურების ჩამდენი, ისე ჩამიყვანეს ე.წ. “კაპეზეში” იარაღიანებმა და ნიღბიანებმა, შემაგდეს ისეთ საკანში, სადაც გამოუსწორებელ რეციდივისტებს აგდებენ ხოლმე… არა შუქი, არა სითბო… დარბიან ვირთხები და თაგვები და ისმის წყლის გამუდმებული ჩხრიალი… ჩამომართვეს ტელეფონი, საათი, სათვალეც კი. რა დანაშაული ჩავიდინე ასეთი? რაღაც სტამბურად დაბეჭდილი პლაკატი – გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის, სატანიზმის გამავრცელებელი დავხიე, ხო… მთელი 15 დღე ასეთ უმძიმეს პირობებში გავატარე… წესით, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ახლა “კაპეზედ” რომ მოვიხსენიე, 2 დღეზე მეტს არ აჩერებენ დაკავებულს, დაუმტკიცდება თუ არა დანაშაული, მაშინვე გადაჰყავთ კამერაში, ან კოლონიაში. მე, ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ, 15 დღე გავატარე იქ, რაც კანონის უხეში დარღვევა იყო“ (“ალია”, 9-10 დეკემბერი, 2004).

თეგები: გურამ შარაძერუსუდან შარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved