• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ უკრაინაში ომის დასრულება გსურთ, მაშინ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ – პუტინი

ალია ავტორი - ალია
10:31 08-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ალასკას ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს. იმის მიუხედავად, რომ ორი ქვეყნის ლიდერს არავითარ კონკრეტულ შედეგზე არ უსაუბრიათ, უკრაინის თემაზე თავისი პოზიციები მათ მკაფიოდ დააფიქსირეს.

ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომლის თქმითაც, უკრაინაში არსებული ვითარება მთლიანად არის დაკავშირებული რუსეთის წინაშე არსებულ ფუნდამენტურ საფრთხესთან და თუ ამერიკას ომის დასრულება სურს, მაშინ ეს საფრთხე უნდა გაქრეს.

“გვესმის, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, თუმცა თუ გვსურს ხანგრძლივი და მყარი შეთანხმების დადება, მაშინ უნდა ამოიძირკვოს ყველა ის მიზეზი, რაც კონფლიქტს წარმოშობს” – განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ის “ამოსაძირკვ მიზეზებში”, თუმცა, დასავლურ მედიაში არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი უკრაინის დემილიტარიზაციას და NATO-ში გაწევრიანების სრულად გაყინვას ითხოვს.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მან ამ მხრივ ამერიკასთან თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მუშაობის დასაწყებად და მჯერა, რომ ის შეთანხმება, რასაც დღეს მივაღწიეთ, უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზას გაუკვლავას”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი პრესკონფერენციის დასაწყისში შეხვედრის ადგილად ალასკას არჩევასაც გამოეხმაურა და თქვა ” მნიშვნელოვანია, რომ ალასკას უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ს საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი პოზიტიური მოვლენა”.

“ჩვენმა მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისმცემ გარემოში ჩაიარა. იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო. კიდევ ერთხელ მსურს ამერიკელ კოლეგას მადლობა გადავუხადო ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის. აბსოლუტურად ლოგიკურია სწორედ აქ შეხვედრა. მართალია ჩვენს ქვეყნებს ოკეანე ყოფს, მაგრამ, სინამდვილეში, ახლო მეზობლები არიან”.

აღსანიშნავია, რომ არც პუტინს და არც ტრამპს არ დაუკონკრეტებიათ, რა შეთანხმებაზეა საუბარი, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შედეგებს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის, ზელენსკის დაუყოვნებლივ გააცნობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved