• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელმა სახეში გაშლილი ხელი გამარტყა” – ანტონ ჩეჩინის დასკვნითი სიტყვა

ალია ავტორი - ალია
14:30 08-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება-სასამართლომ ანტონ ჩეჩინის დასკვნითი სიტყვას მოუსმინეს.
მან მოსამართლეს დეტალურად უამბო, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი, როგორ მოუწყვეს ჩასაფრება და როგორ ძალადობდნენ მასზე დაკავების დროს სამართალდამცველები, თუმცა, ამ ძალადობისთვის პასუხი არცერთი პოლიციელისთვის არავის მოუთხოვია.

ჩეჩინის თქმით, მას ნარკოტიკი არაკანონიერად ჩაუდეს და შესაბამისად, ბრალს არ ეთანხმება.

მე დამაკავეს ჩამსვეს მანქანაში 3 დეკემბერს, დაახლოებით 9:45 ზე გამოვდიოდი ჩემი სადარბაზოდან, 1 სართულზე შევხვდი უცხო კაცს, იყურებოდა ტელეფონში, გამომყვა, მე წავედი შლაგბაუმისკენ, რომ ცენტრალურ გზაზე გადავსულიყავი, რომ მივდიოდი ამ დროს ჩემ წინ დადგა ორი კაცი, შავ ტანსაცმელში, ერთი იყო სამედიცინო ნიღბით, მომკიდეს ხელი, მითხრეს, ანტონ ჩეჩინ, დაკავებული ხარ, იმიტომ რომ ეჭვმიტანილი ვარ ნარკოტიკების გაყიდვაში, მე ვუთხარი, რომ ეს არაასწორია. ის ადამიანი, რომელიც სადარბაზოში ვნახე, მოვიდა უკნიდან და ჩამკიდა ხელი, ჩავჯექით მანქანაში, 4 პოლიციელი იყო, რაღაცებს ქართულად ლაპარაკობდნენ, მარცხნივ რომელიც იჯდა, გაშლილი ხელი გამარტყა. პოლიციელმა გამომართვა მეტრომანის კარტა და ის გამარტყა სახეში. მითხრა, რომ მე ვწამლავ საქართველოს მოქალაქეებს და ამბობდნენ, რომ მემუქრება სამუდამო პატიმრობა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ჩხრეკა.

მთხოვდნენ ტელეფონის განბლოკვას, მე უარი ვთქვი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მანქანასაც არაფერი ნიშანი არ ჰქონდა, რომ მივმხვდარიყავი ვინ იყვნენ. პირველი ჩხრეკის შემდეგ, როცა ყველაფერი ამოიღეს, მეორედ კიდე გამჩხრიკეს, მითხრეს გამეხადა ქურთუკი და მიმეცა იმისთვის, ვინც მარჯვნივ იჯდა, გავიხადე ქურთუკი და გადავეცი მას. მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ არაკანონიერი არაფერი მქონდა. არაკანონიერად ჩამიდეს ნარკოტიკი, ამას მე არ ვეთანხმები,- განაცხადა ჩეჩინმა.

მანამდე პროცესზე დაიკითხა ის ექიმი, რომელმაც დადო დასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.  ცნობისთვის, მას თავის ტვინში კისტურ – ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს.

მისი თქმით, ქირურგიული ჩარევის გარდა, პერიოდულობით კვლევების ჩატარება და წარმონაქმნის მუდმივი კონტროლია საჭირო.

“თავის ტვინში ნებისმიერმა წარმონაქმნმა შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ამოკვეთილი და შესწავლილი უნდა იყოს, თუმცა დანამდვილებით თქმა, რომ კონკრეტულ რისკებს გამოიწვევს, ძნელია. რისკები არსებობს.  რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევასა და მის სირთულეს, ნებისმიერი ჩარევა ქალა-ტვინის არეში, მაღალი რისკით ფასდება, თუმცა ნეიროქირურგიულად ეს როგორც საშუალო დონის საფრთხე, ისე ფასდება.

რაც შეეხება ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას, ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება 5-7 კვირა გრძელდება, შემდეგ რეაბილიტაცია თვე-თვენახევარი მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა, ედიშერ მაღალაშვილმა.

სასამართლო პროცესი ხვალ, 7 აგვისტოს 11:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved