• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ძებნა არ არის აუცილებელი. ეს ხდება რუსთაველზე ყოველდღე, ყოველ საღამოს” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
22:30 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ციხიდან, სადაც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ზის, წერილს ავრცელებს:

ამ სამყაროში რთულად მოიძებნება იმაზე უფრო მაგარი სანახავი და აღტაცების მომგვრელი რამ, ვიდრე ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის!
ადამიანი, რომელიც გააზრებულად მზადაა იდეის გულისთვის აიტანოს ტანჯვა;
ადამიანი, რომელიც წელგამართული წინ აღუდგება ხორცშესხმულ ბოროტებას;
ადამიანი, რომელიც არ ეპუება და ქედს არ უხრის მასზე ბევრად ძლიერს და სასტიკს;
ადამიანი, რომელიც რთულ და საშიშ გარემოში ეძებს გამოსავალს, გადარჩენის გზას;
ადამიანი, რომელიც არ ტოვებს მეგობრებს გასაჭირში, მიუხედავად საფრთხისა;
ადამიანი, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, ჯიუტად და შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ;
ადამიანი, რომელიც გადის უამრავ ადამიანურ ტრაგედიას და იღებს წარმოუდგენელ მსხვერპლს დიადისთვის, იქნება ეს რაიმე პრინციპი თუ მიზანი;
ადამიანი, რომელიც არ ნებდება და არ უშვებს ხელებს დაბლა, როცა გარშემო უკვე ბევრი შეეგუა და გაჩერდა;
ადამიანი, რომელიც ბოროტებითა და უსამართლობით გარშემორტყმული, ინარჩუნებს სიკეთის კეთების სურვილსა და უნარს;
ეს გვხდის ადამიანებად, ასეთი რაღაცების კეთება.
ამას ვეძებთ წიგნებში, სპექტაკლებში, ფილმებში.
ოღონდ დღეს ძებნა არ არის აუცილებელი. ეს ხდება რუსთაველზე ყოველდღე, ყოველ საღამოს. უბრალოდ მისვლა და დანახვაა საჭირო. იქ დგანან ასეთი ადამიანები. ეს ხდება სასამართლოებზე. ასეთი ადამიანია მზია ამაღლობელი. მაგრამ დანახვა გვიჭირს ან არ გვინდა, საკუთარი თავის რომ არ შეგვრცხვეს.
წინასწარ გარანტირებულ გამარჯვებას ფასი არ აქვს. ბრძოლა, მსხვერპლის გაღება, ტკივილი ადებს ყველა გამარჯვებას ფასს.
ამიტომ, ჩვენი გამარჯვება იქნება დიდი გამარჯვება.
ისტორიული და დაუვიწყარი.
რუსქოცები დაგვეხმარებიან რომ ასე მოხდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved