• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეკა”–ს წერილი სუსს – პირველი შს მინისტრი, რომელიც “კლიჩკით” აწერს ხელს წერილებს

ალია ავტორი - ალია
16:40 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,811
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში, ქვეყნდება შს მინისტრ, გელა გელაძის ფოტოთი წერილი, რომელსაც გეკა გელაძე აწერს ხელს. სავარაუდოდ, ეს მინისტრის ზედმეტსახელია. ცნობისთვის, პირველი შს მინისტრი გვყავს, რომელიც “კლიჩკით” აწერს წერილებს ხელს.
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში სუსში მუშაობდა, შესაძლოა, სწორედ უსაფრთხოების სამსახურიდან შეძენილი ზედმეტსახელია? უცნობია, სუსის ამჟამინდელ უფროსს, ანრი ოხანაშვილს თუ აქვს ზედმეტსახელი, ან რა ზედმეტსახელი ჰქონდა გომელაურს. თუ სახელის ბოლოს მარცვალი – კა–თი უნდა ჩანაცვლდეს, გამოდის, ანრი – ანკა? ვახტანგი – ვახტანკა? – არა, როგორც ჩანს, სხვა პრინციპია. 
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამსახურის დაარსების მე-10 საიუბილეო წელს.
ეს ათწლეული წარმოადგენს თითოეული თქვენგანის ყოველდღიური თავდადების, მუხლჩაუხრელი შრომისა და ქვეყნისთვის უპირობო მსახურების ისტორიას. სწორედ თქვენს ერთგულებასა და საქმიანობაზე დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რისთვისაც გულითად მადლობას გიხდით.
საამაყოა, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა იმ უმძლავრეს ინსტიტუციად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე”– წერს უწყება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved