• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბსურდში გვატარეს 8 თვე” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს გადაწყვეტილების დასაბუთებას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
16:50 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,035
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ონისე ცხადაძემ მიმართა:
 „„მე რასაც მივხვდი, დღეს რასაც მოვუსმინე ადვოკატებს, მე მგონი, ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ იმისა, რომ ჩვენს უფლებადამცველებს დაეთანხმოთ და ამას არ გეუბნებით, როგორც ბრალდებული… ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება… მინდა, რომ გადადგათ სწორი ნაბიჯი.
რაც შეეხება, რის გამოც მინდა, რომ დღეს გაგვიშვათ – ჩემს ფსიქიკაში არის ასეთი რაღაც ბოლო პერიოდში, იმას, რაც მე დამემართა, ვერ აღვიქვამ სერიოზულად, რეალურად ვერ განვიცდი იმას, რასაც უნდა განვიცდიდე, იმიტომ რომ, ვერ ვხედავ და ვერ ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამას განიცდიან – ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. მინდა, რომ ამის შესაძლებლობა მომცეთ.
ეს ჩემიდან გამომდინარე, თორე აქ ვიღაცას შვილი ჰყავს, ვიღაცას შვილიშვილი, ოჯახები ჰყავთ დატოვებული ადამიანებს და ფსიქიკაში ეს რაც ილექება, ცარიელი ადგილები ჩნდება ადამიანის გონებაში და ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ გული აგიჩუყდეთ… შეიძლება, ეს არც იყოს საჭირო. უბრალოდ, ვართ ადამიანები, რომლებიც ცარიელ ადგილებს აქედან გასვლის შემდეგ ერთ წამში ამოვავსებთ, ერთი მოქმედებით… ციხის არ გვეშინია. კი არ „ვბლატაობთ“ და ვიღაცას რაღაცას კი არ ვაჯერებთ, უბრალოდ, მოცემულობა მინდა, აგიხსნათ.
ადრეც გითხარით, პირიქით, უფრო მეტად შევუწყობთ ხელს გამოძიებას, უფრო დავეხმარებით. მე მაგალითად, არ მინდა, რომ ნასამართლეობა მქონდეს. ეს მომავალში პრობლემას შემიქმნის ჩემს მიზნებში…
არსად არ მივიმალებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ ამ გამოძიებას თუ რაც ქვია. ამას პირველ რიგში ჩემი თავის გამო არ გეუბნებით, იმიტომ რომ თქვენ დაფიქრდეთ, რას აკეთებთ.
ჩვენნაირი კრიმინალები თუ წარმოგიდგენიათ ან გყოლიათ საბრალდებო სკამზე ჩვენნაირი ე.წ. კრიმინალები? ადამიანებს, რომლებსაც ღიმილი არ გვშორდება სახეზე… მხნედ ვართ, კი რთულია, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუშველით. როგორ ვგრძნობ იცით მთელი სულით და გულით, რომ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, ადამიანები, ვინც მაგას გავალებენ, მალე აღარ იქნებიან, ცოტა მოგვიანებით აღარ იქნებიან შეიძლება, მაგრამ მალე აღარ იქნებიან.
ვინც ამ ყველაფერს გაკეთებინებენ, იმათ საერთოდ არ აინტერესებთ, აქ რას გააკეთებთ, მაგაზე მინდა, დაფიქრდეთ… მინდა, ეს ყველაფერი რაღაც იუმორისტულ ნომერში მოვყვე და მერე დავივიწყო. არც ღვარძლი მექნება, არც ბოღმა და არც შურისძიების განცდა.
თქვენც ამ ინსტიტუტის გამო გააკეთეთ, პროკურატურის გამო გააკეთეთ, პატივი ეცით იმ პროფესიას, რასაც ემსახურებით. აბსურდში გვატარეს 8 თვე, მთავარი გამომძიებელიც მოვიდა და იმანაც დაგვიდასტურა, კი, ეგ აბსურდიაო. მე მაინც მცირე იმედს ვიტოვებ, დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე პირადად მოვალ და შევაკეთებ. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ დღეს, გთხოვთ, რომ დაგვისაბუთოთ“, – თქვა ონისე ცხადაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved