• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მტკიცებულება” დამონტაჟებულია”– ახალი სკანდალი სასამართლოზე და ექსპერტის დასკვნა

ალია ავტორი - ალია
16:39 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესზე, დაკავებულების, გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიას უფლრბადამცველმა, ომარ ფურცელაძემ საქმეში “ახალი ალტერნატივის”, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, სადაც წერია, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი დამონტაჟებულია, ხოლო საგნის იდენტიფიცირება კი შეუძლებელი. 

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა:

წარმოდგენილი ვიდეო/აუდიო ჩანაწერი სახელწოდებით “ვიდეო” მიღებულია სხვადასხვა სახის მონტაჟის შედეგად. 

1.1 ვიდეოჩანაწერში მონტაჟში პირველი ნიშანი წარმოადგენს ორი განსხვავებულ ვიდეო ფრაგმენტის შეერთებას. მონტაჟის მეორე ნიშანს წარმოადგენს ვიდეოჩანაწერის ჭრა, სადაც ვიდეოჩანაწერს აკლია გარკვეული ფრაგმენტები. 

1.2 წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, შეუძლებელია ჩანაწერზე ასახული პიროვნების – გამოძიების ვერსიით – გურამ მირცხულავას (აცვია შავი ფერის ქურთუკი, მოცისფრო ფერის მაისური, თავზე ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და ზურგზე დაკიდებული აქვს ზურგჩანთა, ხელში უჭირავს საქართველოს დროშა) მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის იდენტიფიცირება. 

გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, ალტერნატიულმა ექსპერტიზის დასკვნამ დაცვის მხარეს საშუალება მისცა ეთქვა, რომ ბრალში აღწერილი გურამ მირცხულავას ქმედება ვერ დადასტურდება. ვიდეო მტკიცებულება კი რომელიც საქმეში დევს, “აწყობილი სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდით”. 

პოლიციის მიმართულებით ისროლა მძიმე საგანი – ექსპერტიზამ თქვა, რომ შეუძლებელია ამის დადგენა. ეს საგანი იყო თუ არა მძიმე და რაც გადაწყვეტით დაადგინა არის ის, რომ გასროლა არ მომხდარა პოლიციის მიმართულებით. ამის მადასტურებელ მტკიცებულებად თუ ვინმე რაიმეს უთითებდა და უთითებდა ვიდეოზე, ეს ვიდეო არის დამონტაჟებული და აწყობილი სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდით. 

ახლა ამის შეჯამებით ვიღებთ ესეთ რამეს, რომ გური მირცხულავას ქმედება აღწერილი ბრალში ფაქტობრივად ვერ დადასტურდება კი არა, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოირიცხა უკვე,” – განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზამ გადაწყვეტით თქვა, რომ “საგანი, რომელიც სავარაუდოდ ჯანო არჩაიამ ხელში აიღო, ჯერ გასროლილი იყო პოლიციის მიმართულებით” და ექსპერტიზაში აღწერილი არ არის პოლიციის მიმართ თავდასხმა.

ამასთან უფლებადამცველის თქმით, ექსპერტმა ჯანო არჩაიას საგნის დავარდნის ლოკაცია განსაზღვრა და თქვა, რომ “ის დავარდნილია პოლიციისგან მოშორებით”.

ექსპერტიზამ ასევე გადაწყვეტით თქვა ის, რომ საგანი, რომელიც სავარაუდოდ ჯანო არჩაიამ ხელში აიღო, ჯერ გასროლილი იყო პოლიციის მიმართულებით. ასევე ამ ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზამ დაადგინა ის, რომ რეალურად ორივე დაპირისპირებული მხარე, სადაც ერთი არის პოლიციის ეკიპირებით წარმოდგენილი და მეორე არიან ქციის მონაწილეები, გარკვეული დროის ინტერვალში, მთელი ვიდეოს განმავლობაში, რაც წარმოდგენილია საგნებს ესვრიან ერთმანეთს. არავითარ შემთხვევაში აქ აღწერილი არ არის პოლიციის მიმართ თავდასხმა. აღწერილია ორმხრივი გაცვლა საგნების. 

ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც არცერთ ექსპერტიზაში და არცერთი საქმის მასალაში ნახსენები არ იყო დღევანდელ დღემდე და დღეს გაჩნდა პირველად არის ის, რომ ჯანო არჩაიას საგნის დავარდნის ლოკაცია განსაზღვრა ექსპერტმა და თქვა, რომ ის დავარდნილია პოლიციისგან მოშორებით. შეუძლებელია ამ საგნის რაობის დადგენა, მაგრამ ასვალტზე დავარდნის შემდეგ ეს საგანი, ძალიან მცირე ზომის საგანი კან ბრუნდება და დაღმართზე გორავს. იმდენად მსუბუქი იყო, რომ დაცემის შემდეგ დაღმართზე უბრალოდ დაგორდა,” – განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ცნობისთვის, ექსპერტიზა 30 ივლისით თარიღდება, ის მ. ტოკლიკიშვილმა ჩაატარა.

ამასთან, დღეს, სინდისის 11 პატიმრის პროცესზე ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახის გადასინჯვაზე შუამდგომლობა დააყენეს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved