• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

ალია ავტორი - ალია
13:15 07-31-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.

დღეს “ნიკორა ტრეიდმა” ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ – დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“,– ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ეს ჩვენს ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია. მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე  ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე“, – თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700–მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved