ფოტო – ნეტგაზეთის არქივიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები. ისინი ჰყვებიან, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. გამოდის, რაკი, მხოლოდ ბოდიშია მათი გათავისუფლების საფასური, ისინი “ქართული ოცნებისთვის” არც დამნაშავეები არიან და არც საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ რეალურად. წესით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან.
„მეც ვუერთდები. მინდა, მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც ანაფორით და წვერებით დადიან – გაიხსენონ, ვის ემსახურებიან, ღმერთს თუ სატანას? რომ მოუწოდებენ თავიანთ მრევლს, სულიერ შვილებს, დაფიქრდით, სულიერ შვილებს როგორ სცემენ, სახლებიდან ყრიან, ბავშვებს ციხეში რომ ყრიან, ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ამაზე ხმაა ამოსაღები. რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ არავის სამათხოვრო არ გვჭირს, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყოველთვის“. – ჯანო არჩაია.
კომენტარები