• რეკლამა
  • კონტაქტი
19:51, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლების პროტესტი და სუსი ყველა პროცესზე – რას წერს ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:43 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
444

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ციხიდან, სადაც “წულუკიანის კომისიაზე” არმისვლის გამო დაიჭირეს, წერს:

სასამართლოში დიდი დავიდარაბაა.
მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება. ყველა პროცესზე (სისხლისაც და ადმინისტრაციულისაც) დარბაზის შესასლველ კართან, ოთკუთხედი შუშის სარკმელში იყურება სუსის თანამშრომელი და თვალმოუშორებლად, მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლის თვალებში აქვს გაყრილი მზერა. აუცილებლად შემჩნეული გექნებათ, იმ სარკმელთან მისვლა და დადგომა რა რთულია. ხშირად, იქ დგომისთვისაც კი დაუკავებიათ. დადგები თუ არა, ეგრევე აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან მანდატურები. ამბავი კი ისაა, რომ ეს სუსის ტერიტორიაა.
მოსამართლეები ძალიან შეწუხებულები არიან სოციალური იზოლაციით და მოქალაქეების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომით. მათ ყველგან ცნობენ: სამეზობლოში, მაღაზიაში, ქუჩაში, მოკლედ, ყველგან და მძიმე სიტყვებს ეუბნებიან. ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც. ამ პრობლემების გამო მოითხოვეს მათ პროცესების დახურვა, მაგრამ არც ამან უშველათ. ამიტომაც სრულად ჩაერთო ამ საქმეში სუსი: ზოგს პირადი ცხოვრებით, ზოგს კორუფციული ფაქტებით, ზოგს ოჯახის წევრების და სხვა ამგვარი ფაქტებით პრესავენ.
იგივე ამბები დაიწყო მოწმეების მხარესაც, რომლებიც ძირიადად სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან. 20 ივნისის გამოძიების უცაბედი დაწყება არა მხოლოდ და არა იმდენად გახარიას, არამედ მათ მიმართაა სიგნალი – გაგიხსენებთ ძველ დარბევას და დაგიჭერთ თუ სწორად არ მოიქცევით. მოწმეებთან დაკავშირებითაც მოითხოვს სუსი მოსამართლეებისგან, რომ ისინი არ „გატისკონ“.
ყველა პატრონიანმა მოსამართლემ შეძლო და დაალაგა კლანთან: მათ ან საქმეები არ ეწერებათ, ან ზემდგომ ინსტანციაში გადაყავთ. თავადაც შეატყობდით: არც ერთი ბობოლა მოსამართლე არ იხილავს საქმეს, არც ერთი იმათგან, ვისაც წინა წლებში პოლიტიკური სასჯელი გამოქონდა. მათ ნაცვლად ახალი და აქამდე უცნობი მოსამართლეები არიან, თან არაადეკვატურად მცირე რაოდენობით. თითო მოსამართლეს რამდენიმე მრავალეპიზოდიანი და მრავალბრალდებულიანი საქმე აწერია, რაც სრულიად გამორიცხულია საქმეთა ნორმალური განაწილების პირობებში.
უსინდისოების, სინდისის გაღვიძების მე არ მჯერა. მაგრამ, მათი მხრიდან საზოგადოებრივი რისხვის შიშის – ძალიან მჯერა.
ყველაფერი სწორად მიდის.
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved