ევროკავშირის პრესსპიკერის განცახდების შემდეგ, “ოცნების” დამაყოფი პარტიის, “ხალხის ძალის” წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ირწმუნება, რომ “ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს”.
ხუნდაძემ იერიში დღეს ისევ პაველ ჰერჩნსკიზე მიიტანა და მედიასთან ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნებში ერეოდა.
მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს ბოლო არჩევნებში, სადაც პაველ ჰერჩნსკი პირდაპირ ერეოდა და მოუწოდებდა, რომ მათთვის სასურველი შედეგი დაეყენებინათ ამომრჩევლებს, შემდეგ უკვე დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ. ასე რომ ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ ის მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით, ყველაფერს არქმევს რუსულს”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
კომენტარები