დიანა ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს ბენზინგასამართ სადგურზე:
მე: პრემიუმი თუ შეიძლება
პერსონალი: პრემიუმს სამწუხაროდ ვერ ჩაგისხამთ, მხოლოდ სამთავრობო მანქანებზეა გათვლილი
მე: ძალიან კარგი ხუმრობა იყო, გაიხარეთ. პრემიუმი თუ შეიძლება
პერსონალი: კამერები გვიყურებს, მცირე მარაგები გვაქვს და ვერსად ვერ ჩაგისხამენ პრემიუმს,. მხოლოდ სამთავრობო მანქანებს შეგვიძლია ჩავუსხათ. რეგულარი შემიძლია შემოგთავაზოთ.
მე: დიზელს ნუ ჩამისხამთ და რაც გაქვთ ის ჩამისხით.
Coming Soon…
აფთიაქში: ოლვეის პლატინიუმს ვერ მოგყიდით, სამთავრობო ქალებზე და საყვარლებზეა გათვლილი, მხოლოდ რეგულარი შემიძლია შემოგთავაზოთ.
პ.ს. მთავარია ომი არ იყოს. კაცი კაცია. ქალი ქალია. დიდება უფალს!“
კომენტარებში დიანა ჯანაშია აკონკრეტებს, რომ შემთხევვა ,,რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
კომენტარები