ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას უკრაინაში ისრაელის ელჩი, მიხაელ ბროდსკი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. დღის წესრიგშია უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ებრაულ თემთან შეხვედრები” , – წერს ბროდსკი.
Times of Israel-ის ინფორმაციით, საარი უკრაინაში ერთი დღით დარჩება და სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.
კომენტარები