• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრალდებამ შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო” – მწარიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:27 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
622

რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე ამაღლობელს სასჯელის შემსუბუქებას ბრალდებების აღიარების სანაცვლოდ სთავაზობს.

“ბრალდების მხარეს ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ეს საპროცესო ზუსტად იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ – აღიარე, რომ აქედან ბომბეიმდე გვირაბს თხრიდი. ის ყველაფერი აღიარე, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდი, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ, ვიღაცის დავალებით თავი დაიცვი – ეს ყველაფერი აღიარე და სასჯელის შემსუბუქებაზე ვიფიქრებთო. ეს შესთავაზეს, იმიტომ, რომ ბრალდებას სხვა ხომ არაფერი აქვს.

კი მოვუსმინეთ, ბრალდებამ რაზე ისაუბრა და ბოლოს შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მას ეუბნებიან, ამას გთხოვთ, ერთადერთი შანსი გაქვს, რომ პატიმრობას თავი დააღწიო – აღიარე, ყველაფერი დაიბრალე და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთო.

მზიას პოზიციაა ისაა, რასაც ამბობდა, რომ არც ის ჩაუდენია, რასაც აბრალებენ, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და მერე წინააღმდეგობას უწევდა – სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, არც თავდასხმა ჩაუდენია”. – თქვა მწარიაშვილმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved