• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესტონეთმა დამატებით 19 პირი დაასანქცირა, მათ შორის გალუსტაშვილი, ლაშხი, თამაზაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:47 07-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესა – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.

დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, მოსამართლეები –  ნინო გალუსტაშვილი,  ჯვებე ნაჭყებია და ირაკლი შვანგირაძე. ასევე აჭარის ახალი მეთაური, სულხან თამაზაშვილი.

დასანქცირებულ პირებს აეკრძალათ ესტონეთში შესვლის უფლება.

როგორც ცაჰკნა აცხადებს, აღნიშნული პირები “პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე”.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს“- აცხადებს ცაჰკნა. 

მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ „ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“.

ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიას შეემატა: 

  1. ნინო გალუსტაშვილი;
  2. გიორგი გვარაკიძე;
  3. ალუდა ღუდუშაური;
  4. ილია ინჯია;
  5. ირაკლი ქადგიშვილი;
  6. ანი ხუბეჯიშვილი;
  7. მარიამ ლაშხი;
  8. გურამ მაჭარაშვილი;
  9. მარი მეშველიანი;
  10. ვიქტორ მეტრეველი;
  11. ჯვებე ნაჭყებია;
  12. ნინო სახელაშვილი;
  13. პაატა სალია;
  14. თენგიზ შარმანაშვილი;
  15. ირაკლი შვანგირაძე;
  16. სოზარ სუბარი;
  17. ალექსანდრე ტაბატაძე;
  18. სულხან თამაზაშვილი;
  19. ნათია თათიაშვილი

საერთო ჯამში, ესტონეთმა 102 ქართველ თანამდებობის პირს აუკრძალა ქვეყანაში შესვლის უფლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved