გონიოში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის რკინის ხარაჩო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
კაცი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ექიმების თანახმად, მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო.
შემთხვევა 17 ივლისს მოხდა. მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის რკინის ხარაჩო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად კაცი 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები