21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს-წერია ინფორმაციაში.
კომენტარები