• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცი “ვაფშე” – “მოწმის” მტკიცებით არ იცის ვინ ესროლა და ამიტომ ყველა უნდა დაისაჯოს

ალია ავტორი - ალია
16:18 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

სინდისის 11 პატიმრის პროცესზე პროკურატურის კიდე ერთი მოწმე, გდდ-ს თანამშრომელი ლაშა გელაშვილი იკითხება, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

გელაშვილი ამტკიცებს,  30 ნოემბერს, პარლამენტის შიდა პერიმეტრზე, აქციაზე ქვა მოხვდა, ამბობს, რომ არ იცის, ვინ ესროლა, ამიტომ თვლის, რომ ყველანი უნდა დაისაჯონ, ჯგუფურად, კოლექტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთს ბრალს ვერ უმტკიცებენ.

ლაშა გელაშვილი:

„ერთ-ერთი გაქცევის დროს, როცა ფარებს ვურტყამდით, რომ ცოტა შეგვეშინებინა, ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ შეგვეშინებინა ცოტა… ხტებოდნენ ან… როცა ცდილობდნენ, ერთ-ერთი გაქცევის დროს, ეგეთ დროს ქვა მესროლეს ფეხში და წავიქეცი იქვე, ფეხიც ამიცურდა. ფეხი თაბაშირში ჩამისვეს. მარჯვენა ფეხის კოჭში. ფეხი მქონდა ნაღრძობი და ჩამისვევს თაბაშირში ორი კვირა. სადღაც 12 საათი იქნებოდა. სადღაც 2 საათი იყო, კლინიკაში რომ გადამიყვანეს.
…არა [დამინახავს ვინ მესროლა], მხოლოდ სხეულს ვხედავდი, სახე არ დამინახავს“

პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი:

 –როგორც დაზარალებულს, რა პოზიცია გაქვთ ბრალდებულებისადმი?

ლაშა გელაშვილი:

პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია.
რასაც გამოძიება ედავება დამნაშავეებს, თუ დაუმტკიცდათ დაისაჯონ კანონის შესაბამისად, როგორც გადაწყვეტს ქალბატონი მოსამართლე. 

ლაშა გელაშვილი ამტკიცებს, რომ ნომრები არ მოუხსნიათ და სპცრაზმელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. თუმცა, ამბობს, რომ უფროსს ვიზუალურად სცნობდა. ჩაატარა, თუ არა, გამოძიებამ ამოცნობა და წარუდგინა, თუ არა, მოწმეს რამდენიმე მსგავსი პირი, ასეთი აღჭურვილობით და შეფუთვით და მართლაც შეუძლია, თუ არა უფროსის ამ გზით ამოცნობა, – უცნობია. 

თუმცა, თუ სპეცრაზმელებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ, რაც დიდი ალბათობით, სიმართლს არ შეესაბამება, რადგან არ დაფიქსირებულა, მაშინ, გამოდის, რთული გასარკვევი არ უნდა იყოს იმ სპეცრაზმელების ვინაობის დადგენა, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები სასტიკ ძალადობაში, მუქარასა და შეურაცმყოფელ მიმართვებში ადანაშუალებენ. 

აღნიშნულზე სხდომაზე კითხვა გდდ-ს თანამშრომელს ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუსვა.

„აქციაზე წასვლის წინ, ეს ნომერი მოგხსნეს?”– ჰკითხა მას ადვოკატმა, რაზეც სპეცრაზმელმა უპასუხა, რომ “ჰქონდა და ეს იყო 36 ნომერი, რომელიც ეწერა კასკაზეც და რობოკოპზეც”.

“თქვენს უფროს როგორ ცნობთ?”,– მიმართა მას ავსაჯანიშვილმა, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ „სიმაღლით, ტანით, ვიზუალურად და სიარულის მანერით”.

– ადვოკატი- შენიღბული არ არის?

– მოწმე- ვიზუალურად ვცნობ

– ადვოკატი- როგორ?

-მოწმე- ჩვეულებრივად სიარულის მანერითაც კი ვცნობ. 

– ადვოკატია აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?

– მოწმე- არა არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით. 

– ადვოკატი – თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?

– მოწმე – არ ვიცი ვაფშე, მსგავსი რაღაცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი.

ადვოკატის კითხვაზე, მოუწია თუ არა მას მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობის მიღება, გდდ-ს თანამშრომელმა უარყოფითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იქ მხოლოდ წესრიგს იცავდა.

საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved