• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

ალია ავტორი - ალია
15:07 07-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შედგება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ახორციელებს გულის დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სამედიცინო გუნდი ყოველდღიურად აქტიურადაა ჩართული პაციენტების მართვაში და მულტიდისციპლინური მიდგომით მკურნალობს გულის, როგორც გავრცელებულ, ასევე რთულ და კომპლექსურ პათოლოგიებს.

აორტის სარქვლის პათოლოგიებზე „ალიას“ კითხვებს უპასუხა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა, კარდიოლოგმა – თამარ ნარმანიამ.

– 2013 წლიდან გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება, ხართ ევროპის კარდიოლოგიური ასოციაციის წევრი, კვალიფიკაცია აიმაღლეთ ბელგიაში და ჩეხეთში, თუმცა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდით, რისთვისაც, დიდი მადლობა. რამდენად დაახლოებულია საქართველოში მკურნალობის პრაქტიკა, ევროპულ მედიცინასთან?

– რეზიდენტურის პროგრამა, ასევე სხვადასხვა სასწავლო კურსები და სტაჟირებები საზღვარგარეთ მაქვს გავლილი. ჯერ იყო ქ. მოსკოვის ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რეზიდენტურის პროგრამა და აქტიური სამედიცინო საქმიანობა, რომლის შემდეგაც სამშობლოში დავბრუნდი. ყოველწლიურად ვცდილობ ცოდნის ამაღლებას სხვადასხვა
კურსებით და ტრენინგებით, ევროპის წამყვანი ქვეყნების კლინიკებსა და სასწავლო დაწესებულებებში.
საქართველოში კარდიოლოგია ძალიან განვითარებული დარგია და ვფიქრობ, ამ დარგში მოღვაწე არაერთი კომპეტენტური კოლეგის წყალობით, შესაძლებელია სრულფასოვანი კარდიოლოგიური სერვისის მიღება ჩვენს ქვეყანაში, საზღვარგარეთ წასვლის გარეშე.

– რა არის აორტის სარქველი, როგორ მუშაობს და რა როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში?

– აორტის სარქველი არის გულის უმნიშვნელოვანესი სარქველი, რომლის გავლითაც მარცხენა პარკუჭიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლი ხვდება გულის მთავარ სისხლძარღვში – აორტაში, საიდანაც ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული სისხლით მარაგდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები, როგორიცაა თავის ტვინი და შინაგანი ორგანოები.

აორტის სარქველი წარმოადგენს ე.წ. კარს, რომელიც არეგულირებს სისხლის ნაკადს გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში. აორტის სარქველი იხსნება და იხურება გულის ყოველი ციკლის დროს. ის უნდა გაიხსნას ფართედ, შეფერხების გარეშე, რომ სისხლის სათანადო ნაკადი მიეწოდოს მთელ ორგანიზმს. ასევე უნდა დაიხუროს მჭიდროდ, რომ არ მოხდეს სისხლის უკუდინება. თუ რომელიმე ეს ფუნქცია დაირღვა, ე.ი. პაციენტს აქვს აორტის სარქვლის დაავადება. აორტის სარქვლის დაავადება გულის სარქვლოვანი დაავადებების ყველაზე გავრცელებული ფორმა.

– აორტის რა ტიპის დაავადებები არსებობს და რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?

– აორტის სარქველის დაზიანების ორი სახეობა არსებობს: სარქვლის სტენოზი და ნაკლოვანება.
სტენოზის დროს აორტის სარქვლის კარედების გახსნა შეზღუდულია, რის გამოც სისხლი შემცირებული ნაკადით მიეწოდება ორგანოებს, ხოლო აორტის სარქვლის ნაკლოვანების დროს კარედების დახურვის დარღვევის გამო სისხლი აორტიდან ბრუნდება უკან.

არსებობს ასევე აორტის სარქვლის თანდაყოლილი პათოლოგიები, როგორიცაა ორკარედა აორტის სარქველი, რომელიც მოსახლეობის 2% აღენიშნება. აორტის სარქვლის დაავადებებს იწვევს ~ უხშირესად: სარქვლის ასაკობრივი დეგენერაცია, თანდაყოლილი მანკი (ერთკარედა, ორკარედა ან ოთხკარედა სარქველი), გულის რევმატიული დაავადება, ინფექციური ენდოკარდიტი, აორტის დისექცია, გულმკერდის ტრავმა და სხვა.

– რომელი პათოლოგიაა უფრო რთული ფორმა?

– შორსწასულ შემთხვევებში აორტის სარქვლის დაზიანების ყველა ფორმას შეუძლია შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს. მათ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს აორტის სარქვლის ანთებით ანუ ინფექციური ენდოკარდიტით განპირობებული სარქვლის დაზიანება. მას ახლავს სხვადასხვა ზომის ბაქტერიული კოლონებით ემბოლიზაციის საფრთხე, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებში როგორიცაა თავის ტვინი და შინაგანი
ორგანოები.

ასევე აორტის სარქვლის მძიმე სტენოზი ტერმინალურ ეტაპზე სასიცოცხლოდ საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს გონების კარგვის ეპიზოდები, მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევები და სამწუხაროდ, უეცარი, კარდიული სიკვდილი.

– რომელი ჩივილები გვაფრთხილებს, რომ გადაუდებლად უნდა მივმართოთ ექიმს?

– აორტის სარქვლის დავადებები ვლინდება ისეთი ჩივილებით როგორიცაა ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, გულის ფრიალი, ქვემო კიდურების შეშუპება, ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის პროგრესული გაუარესება, დისკომფორტი და სიმძიმე გულმკერდის არეში.

– დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს და არსებობს თუ არა „ოქროს სტანდარტი“?

– აორტის სარქვლის დაავადებების დიაგნოსტიკა იწყება შესაბამისი სპეციალისტის მიერ პაციენტის ჩივილების და დაავადებების ისტორიის ანუ ანამნეზის დეტალური შეკრებით, პაციენტისთვის ფიზიკო-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებით.
ოქროს სტანდარტს დაავადების დიაგნოსტიკაში წარმოადგენს ექოკარდიოსკოპია.
ასევე ტარდება საჭიროების შემთხვევაში ისეთი დამატებითი კვლევები როგორიცაა ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია, გულის კათეტერიზაცია, რეტგენოგრაფია, გულის ანგიოგრაფია, სტრეს ექოკარდიოსკოპია, გულის კომპიტერული ტომოგრაფია, გულის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. პროცედურულად აორტის სარქვლის დიაგნოსტიკა პაციენტისთვის არ არის რთული პროცესი და არ ახლავს დისკომფორტი.

– როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და რით განსხვავდება ის მკურნალობის ძველი მეთოდებისგან?

– აორტის სარქვლის დაავადების მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების ტიპზე (სტენოზი, ნაკლოვანება თუ ორივე) და დაავადების პროგრესირების ხარისხზე, ამის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • მედიკამენტური, რომლიც მოიცავს პაციენტის სიმპტომების მართვას და
    გართულების რისკების შემცირებას;
  • ქირურგიული, რომლიც მოიცავს როგორც აორტის სარქვლის აღდგენას ანუ პლასტიკას, ასევე აორტის სარქვლის პროტეზირებას ბიოლოგიუირი ან მექანიკური სარქვლით;
  • აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული შეცვლა (TAVI) ბარძაყიდან
    მიდგომით, განაკვეთის გარეშე.

– რა ტიპის ჩარევები ტარდება აორტის სარქვლის პათოლოგიების დროს „ნიუ ჰოსპიტალსში“?

– „ნიუ ჰოსპიტალსი“  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწინავე მულტიპროფილური კლინიკაა საქართველოში. აქ ტარდება აორტის სარქვლის დაავადების მკურნალობის ყველა, ევროპასა და ამერიკაში ცნობილი, ქირურგიული ჩარევა. ისეთი როგორიცაა აორტის სარქვლის პლასტიკა, პროტეზირება, აორტის სარქვლის პროტეზირება ასწვრივი აორტის პროტეზირებასთან ერთად, ე.წ. ბენტალის პროცედურა და ასევე ისეთი კომბინირებული ჩარევები, როგორიცაა აორტის სარქვლის პროტეზირება აორტო-კორონარულ შუნტირებასთან ერთად ან კომბინირებული ჩარევა მიტრალური სარქვლის და ტიკუსპიდული სარქვლის ქირურგიასთან ერთად.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ წლებია ტარდება აორტის სარქვლის შეცვლა ბარძაყიდან, მიდგომით ე.წ. ტრანსკათეტერული იმპლანტაცია ე.წ. TAVI, რომელიც დაავადების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდია.

– როგორ ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩევა?

– პაციენტებთან ქირურგიული თუ ინტევენციული მკურნალობის ტაქტიკა დგინდება კარდიოლოგიური გუნდის მიერ, რომელშიც შედის კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიოქირურგი და ანესთეზიოლოგი.
მინდა აღვნიშნო, რომ აორტის სარქვლის ინტერვენციული მკურნალობა მოწოდებულია მხოლოდ აორტის სარქვლის მძიმე სტენოზის დროს და არ გამოიყენება იზოლირებული აორტის სარქვლის ნაკლოვანების შემთხევაში.
რომელი გზა უფრო ოპტიმალური და დამზოგველია პაციენტისთვის – ეს გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის ასაკის, ზოგადი მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების,
ქირურგიული ჩრევის რისკების გათვალისწინებით..

– რეაბილიტაცია რთული პროცესია?

– აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის შემდგომ პაციენტები პრაქტიკულად არ საჭიროებენ მნიშვნელოვან რეაბილიტაციას.
რაც შეეხება აორტის სარქვლის შეცვლას ქირურგიული მეთოდით, ეს მოითხოვს რებილიტაციას 2 თვემდე პერიოდში, რაც დროსაც კლინიკიდან გაწერის შემდგომ პაციენტი იმყოფება ბინაზე მეთვალყურეობს ექიმი ინტენსიურად, ამბულატორიულ რეჟიმში. მეთვალყურეობა მოიცავს პერიოდულად სხვადასხვა საპრევენციო კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და პაციენტის ფიზიკურ აქტივაციას, რისი დასრულების შემდგომ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული გამოვლენა? რას იწვევს დაგვიანებული დიაგნოსტირება.

–დაავადების დროული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მართვაში. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ხდება დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების და რისკების შემცირება, ჩივილების არსებობისას შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია დროული ქირურგიული ჩარევის დაგეგმვა შესაბამისი ჩვენებების არსებობისას და შემდგომი გართულებების პრევენცია.
დაგვიანებულ შემთხვევებში დაავადება პროგრესირებს, ვითარდება გულის მძიმე უკმარისობა, მაღალი რისკების პირობებში იგეგმება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, გაუმართლებლად მაღალი რისკის გამო, ჩარევა შეუძლებელია.

– არსებობს რეკომენდაციები პრევენციისთვის?

– პრევენცია დაავადების დროული დიაგნოსტიკის და სწორი მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. ჩივილების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სპეციალისტისთვის დროული მიმართვა, ინფექციური და სისტემური დაავადებების დროული მკურნალობა.
ხოლო სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, – პრევენციული დიაგნოსტიკური გასინჯვა  და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved