• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მედია: აშშ უკრაინას ATACMS-ებს გადასცემს. ამერიკელები: გამორიცხულია! 3 თვის თავზე: ATACMS-ები მიწასთან ასწორებენ ბერდიანსკის აეროპორტს” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:51 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331
ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ამერიკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა ტრამპ-ზელენსკის საუბრის ერთი მონაკვეთი
ტრამპი: “მოსკოვს რატომ არ ბომბავთ?”
ზელენსკი: “როცა გვექნება შესაბამისი იარაღი, დავბომბავთ.”
ეჭვი მეპარება, ამ მონაკვეთის მედიაში გავრცელება შემთხვევითი ამბავი იყოს. უფრო – პირიქით.
და თუ ეს ინფორმაცია მართლა მიზანმიმართულად გავრცელდა, ნიშნავს მხოლოდ ერთს: პუტინს ეუბნებიან, რომ მისთვის სულ მალე შეიძლება ახალი რეალობა დადგეს.
დაბომბავს კიევს? – დაიბომბება მოსკოვი.
დაბომბავს ლვოვს? – დაიბომბება პეტერბურგი.
ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: როცა ომის შემდგომ ესკალაციაზე საუბრობენ, ერთი რამ ეშლებათ – მოსკოვი არაა ის, ვისაც მეტი ესკალაცია შეუძლია. რითიც შეუძლია და რაც შეუძლია, ისედაც ყველაფერს იყენებს.
დაწყებული სსრკ-ს დასაწყობებული ჯავშანტექნიკით, გაგრძელებული ირანული დრონებით და დასრულებული ჩრ. კორეული ჭურვებითა და ჯარისკაცებით.
თუ ვინმეს ესკალაცია შეუძლია, ეს დასავლეთია.
თან, ამისათვის ამოუწურავი შესაძლებლობები აქვთ.
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს რომ დავესესხო – Они всерьез пока еще ничего не начинали!
…
1. მედიაში ჩნდება ინფორმაცია: მოკავშირეებმა შესაძლოა უკრაინას თვითმავალი არტილერია და ჰაიმარსები მიაწოდონ.
ამერიკელები: აპ, აპ, აპ, რა ჰაიმარსები, როგორ გეკადრებათ!
3 თვის მერე: ჰაიმარსები რუსებს მიწასთან ასწორებენ ხერსონთან.
2. მედიაში ჩნდება ინფორმაცია: მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისათვის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემაზე.
დასავლეთი: ტანკები? არა, ეს გამორიცხულია, ეს არ განიხილება.
1 წლის მერე: უკრაინელების მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ამერიკული აბრამსები და ბრედლები, გერმანული ლეოპარდები და მარდერები გადაადგილდებიან.
3. ჩნდება ინფორმაცია, რომ საუბარი მიდის უკრაინისთვის F16-ების მიწოდებაზე.
დასავლეთი: გამანადგურებლები? რას ამბობთ, ეს შეუძლებელია! თვითმფრინავებზე მომზადებას წლები სჭირდება!
8 თვის თავზე: უკრაინის ცაში პირველი F16-ები გამოჩნდნენ.
1.5 წლის თავზე: F16-ებს ფრანგული მირაჟები და შვედური ავაქსები დაემატნენ.
4. მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემას აპირებს…
ამერიკელები: გამორიცხულია! ეს გამოიწვევს მეტ ესკალაციას, ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ.
3 თვის თავზე: ATACMS-ები მიწასთან ასწორებენ ბერდიანსკის აეროპორტს.
5. ამერიკული მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე.
ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა მოსკოვისა და პიტერის დაბომბვა.
ტრამპის პრესსპიკერი: ეს უბრალოდ კითხვა იყო და არა წახალისება.
დონალდ ტრამპი: ზელენსკიმ არ უნდა დაბომბოს მოსკოვი. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე არ ვფიქრობთ.
3 თვის თავზე: Loading…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved