შეტაკებებია ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის ესპანეთში, კერძოდ კი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტორე-პაჩეკოში. არიან დაშავებულები და დაკავებულები.
არეულობა ქალაქში ორი დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ის ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულმა სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა, თავდასხმა ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ ინტერნეტით გაავრცელეს.
კომენტარები