• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც – ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში”– გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:11 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
783
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში – სომხეთსა და აზერბაიჯანში.
როგორც ცნობილია, სომხეთში ბოლო ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება გადატრიალების შესახებ. არსებული ვერსიით სპეციალურ ჯგუფებს 21 სექტემბერს (სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს) გადატრიალება უნდა ეცადათ. ეჭვმიტანილებს შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მაღალი რანგის სასულიერო პირები და სხვა, რომელთა შეხედულებებიც ძირითადად რუსეთის სასარგებლოა.
დაკავებულებს შორის არიან:
მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი – იგი ადრეც იყო შემჩნეული ფაშინიანის წინააღმდეგ ღიად გამოსვლასა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების არსებულ ვერსიას გმობდა;
მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი – მას ბრალად სახალხო აჯანყების მოწოდებას ედავებიან;
უშუალოდ სომხეთის პატრიარქისადმიც გამწვავდა რიტორიკა, რომელსაც შვილის ყოლასა და კორუფციაში ედავებიან.
ეჭვმიტანილ პარლამენტარებს შეუჩერდათ იმუნიტეტი. მათ შორისაა არტურ სარგისიანიც, პარტია “ჰაესტანის” წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ამ პროცესს პარლამენტის შიგნით დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. დაძაბულობაა პარლამენტის გარეთაც. ზოგადად, ფიზიკური დაპირისპირება ყოველთვის ცუდი ნიშანია.
შესაძლოა დევნა დაიწყოს ქვეყნის წინა ლიდერებზეც – სერჟ სარქისიანსა და რობერტ ქოჩარიანზე, რომლებიც ერთდროულად ყარაბაღის კლანსაც წარმოადგენდნენ და რუსეთის სასარგებლო ინტერესების გატარებასაც ცდილობდნენ. ყარაბაღის კლანი იყო იმ პოლიტიკოსების ერთობა, რომელთაც ყარაბაღთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი (დაბადებულნი იყვნენ იქ, პოლიტიკური ან/და სამხედრო მოღვაწეობა ჰქონდათ) და აზერბაიჯანთან ნებისმიერი სახის კონსენსუსზე წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ტერ პეტროსიანის იძულებით გადადგომის შემდეგ, სომხეთს ყარაბაღის კლანი მართავდა, მანამ სანამ ფაშინიანი არ მოვიდა ხელისუფლებაში.
დაკავებულია მსხვილი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი – იგი სომხეთის ელექტროსისტემის მფლობელია. აქვს რუსეთის მოქალაქეობა და პირდაპირი კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთანაც. არის ვერსია, რომ რუსეთში მასზე სერიოზულ გათვლებს აკეთებდნენ.
მოწმის სახით დაიკითხა გაჟიკ ცარუკიანიც – სომეხი ოლიგარქი და აყვავებული სომხეთის პარტიის ლიდერი.
არსებული ვერსიით გადატრიალებაში 1000 ადამიანი უნდა ყოფილიყო უშუალოდ ჩართული. მათი უმრავლესობა ლოიალური ყოფილი სამხედრო თუ პოლიციური ძალების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
რუსეთი ძალიან გაღიზიანებულია სომხეთში მიმდინარე პროცესებით. 2024 წელს ერთხელ უკვე აღიძრა საქმე გადატრიალების შესახებ სომხეთში, რაც რუსეთის მხარეს მებრძოლ ბატალიონ “არბატამდე” მივიდა. მაშინ უკვე ღიად საუბრობდნენ რუსეთის სურვილზე მოეშორებინათ ფაშინიანის მთავრობა. თუკი ეს ამბავიც რუსეთამდე მივიდა, შესაძლოა არამხოლოდ რუსული კლანის ტოტალურ დასუსტებამდე დავიდეს საქმე, არამედ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანაზეც შეიქმნას ზეწოლა. არადა კონტრაქტი 2044 წლამდეა და მისი ცალმხრივი შეწყვეტა სერიოზულ საფუძველზე უნდა მოხდეს. თუმცა რუსეთი მას ასე მარტივად არ დათმობს, მით უფრო რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მხრიდან ბაზის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც არ უნდა იყოს, სომხეთის ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს კიდეც ეს პროცესი.
რაც შეეხება აზერბაიჯანს. ის რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასუსტდა ირანი და ღიად დაიწყო დაპირისპირება რუსეთთან იმის მანიშნებელია, რომ ერთის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება მყარად გრძნობს თავს, ხოლო მეორეს მხრივ, ბაქო რეგიონში თავის სასარგებლო წესრიგს ამყარებს. ცხადია ამ პროცესში მისი მთავარი მოკავშირე თურქეთია, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ირანი პრაქტიკულად გამოეთიშა პროცესიდან. თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო სომხეთს ახალი ეკონომიკური პერსპექტივები გაუჩნდება.
მთლიანობაში გამოდის რომ რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც. ამის წინააღმდეგია რუსეთი და ყველანაირად ცდილობს ერთის მხრივ სომხეთში არიოს სიტუაცია, ხოლო მეორეს მხრივ აზერბიაჯანსა და სომხეთს შორის არ დაუშვას მოლაპარაკებები. მოსკოვი არც აზერბაიჯანის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არ იტყვის უარს, მით უფრო რომ რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებაზე ან პირიქით, განდევნაზე უკვე დაიწყეს კიდეც საუბარი. რუსეთს პირდაპირი ომის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სიტუაციის არევას რომ შეეცადოს ეს გამორიცხული არ არის. ისიც სათქმელია – ვერც ვერაფერს, რომ ვერ გახდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში და საჩვენებლად რომც დალაგდეს მათთან, ორივე რეჟიმი – ალიევისა და ფაშინიანის – სანდო და მისაღები აღარაა მისთვის.
მაგრამ ფაქტი ერთია – ამ პროცესებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება. რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ბიზნესის ინვესტიაციაც უფრო რეალისტურია იქ, სადაც ხელმწერილი მშვიდობაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ერთადერთი სახელმწიფო საქართველო არ აღმოჩნდეს. ეს პოლიტიკურიცა და ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენთვის. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოების შემთხვევაში ახალი ეკონომიკური დერეფანი გაჩნდება, რომელიც საქართველოს ალტერნატივა გახდება. ამ ალტერნატივას ძალიან რთული რელიეფიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მით უფრო თუკი პოლიტიკურად საქართველომ თავი დააღწია რუსეთს, მაგრამ გრძელვადიანად, რუსულ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში, ევროპული, თურქული და აზერბაიჯანული პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა თუ როგორია რელიფი აღმოსავლეთ ანატოლიასა და მცირე კავკასიონზე. სხვის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩენა კი ძალიან მძიმე მოცემულობა იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved