• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ წალენჯიხაზე დაიწყებთ ლაპარაკს, პირჯვარი სამჯერ გადაიწერეთ – თქვენ კი არ გგავართ, 12 წელში 1 ქარხანაც რომ ვერ ააგუგუნეთ!” – კალანდია შარმანაშვილს

ალია ავტორი - ალია
06:42 07-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,234

ჟურნალისტი, ბერდია კალანდია, ქართული ოცნების დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს პასუხობს და წერს:

ჩემი პასუხი თენგიზ შარმანაშვილს: “გია ხარჩილავამ მთლიანად შეცვალა წალენჯიხელების აღქმა სამყაროზე”
თენგიზ შარმანაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ანუ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანა გაყინა და ხალხი უფსკრულის პირას მიიყვანა.
თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბატონი შარმანაშვილი „ყველა მატარებელში“ მჯდარა: იყო ედპ–შიც, მიშას დროს ელჩადაც მუშაობდა სომხეთში და დღეს „ქოცების“ რიგებშია, მაგრამ მოდით, წარსულზე ნუ ვისაუბრებთ – ამას სხვა დროსაც მივხედავთ.

ახლა კი იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ შეუძლია ადამიანს თვალსა და ხელს შუა მოიტყუოს, ესაო, ისაო, წალენჯიხაში არაფერი გაკეთებულა, გარდა ხიდისა და გასაბერი ავზისაო…
ბატონო თენგიზ, ეს განცხადება ან გულგრილობის შედეგია, ან ცუდი ინფორმირებულობის. ან ორივესი ერთად.
როგორ უნდა ამბობდეთ თქვენ, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი, რომ „არაფერი გაკეთდა“, როცა თქვენი პარტია წლებია, ქვეყანას მართავს და ხალხს ყველაფრის გაკეთება საკუთარი ძალებით უწევს?!
წალენჯიხა თქვენთვის შეიძლება ხიდია და წყალი, ჩვენთვის კი – ერთადერთი ქალაქია, სადაც:
• ადამიანები თავისუფლად ირჩევენ
• ხელისუფლება პარტიული არაა
• ქალაქი ილუზიებით კი არა, რეალური საქმეებით იმართება.
თქვენ რომ ამბობთ, ხრიკებს მოიგონებენ, რომ არჩევნებზე არ გავლენო, ხრიკი სწორედ ის იყო, რაც წლების განმავლობაში თქვენ აკეთეთ: ხალხს არჩევანის უფლება წაართვით და მერე გიკვირთ, ის, რაც ბოლო თვეებია, ქუჩაში ხდება, რატომ ხდებაო.
ჰოდა, ახლა, თვალი გადაავლეთ ამ ჩამონათვალს და კარგად დაიმახსოვრეთ, რა გაკეთდა წალენჯიხაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
ისე, კარგი იქნება, თუ სიმართლეს თვალს ოდნავ მაინც გაუსწორებთ.
და, აი, გაკეთებული საქმეების არასრული სიაც:
1. პირველკლასელთა უფასო კვების მუნიციპალური პროგრამა;
2. აუტიზმის რეაბილიტაციის ცენტრი;
3. გაუსაძლისი პირობების მქონე პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა;
4. სტუდენტების დასაქმების საზაფხულო, ანაზღაურებადი პროგრამა;
5. ტერენტი გრანელის დღესასწაულის აღდგენა;
6. ტერენტი გრანელის ნახატების ერთ წიგნად გამოშვება;
7. საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის “გრანელის” დაარსება;
8. წალენჯიხის მთელი მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო დაქსელვა;
9. ოკუპირებული გალიდან ბავშვების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
10. კოალიციის შექმნა, რომელიც ისტორიულია და ამ კოალიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სხვადასხვა საქმსი ხელშეწყობა – საუბარია, მამუკა ხაზარაძის, კოკა თოფურიას და სხვების მხარდაჭერით ჯვარის სტადიონის, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე;
11. ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია;
12. იუვენტუსის აკადემიის გახსნა;
13. ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის დაარსება;
14. არტ-მეურნეობის ამოქმედება;
15. ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფის გახსნა;
16. ქალაქ ჯვარში ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი თანამდეროვე სტანდარტების სტადიონის აშენება;
17. წალენჯიხის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება;
18. დანიელ ფიფიას სახლ-მუზეუმის შექმნა;
19. სტატუსშეჩერებული წალენჯიხელი სტუდენტების აღდგენა საქართველოს უნივერსიტეტში;
20. წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდია;
21. სოფლის უფასო ტრანსპორტი;
22. მაცხოვრის ტაძრის 1000-წლოვანი ღონისძიებები და ორ ენაზე გამოცემული წიგნი;
23. სოფლებში ჭაბურღილების გაყვანა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება
24. საბავშვო ბაღებში ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ღირებულება მენიუს გამრავალფეროვნების შესაბამისად, 7,5 ლარამდე გაიზარდა;
25. ტერენტი გრანელის უბის წიგნაკი;
26. დანიელ ფიფიას მეგრულენოვანი ლექსების კრებული;
27. არტ-ფესტივალი
სამხატვრო საკვირაო სკოლა;
28. დოინჯაშვილის მუსიკალური სკოლა;
29. ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით;
30. ტურიზმის ცენტრი;
31. სპორტის სასახლის რეაბილიტაცია;
და ა.შ. ბატონო თენგიზ!
სხვათა შორის, გია ხარჩილავამ მთლიანად შეცვალა წალენჯიხელების აღქმა სამყაროზე! ეს ისე, ცნობისთვის!
მოკლედ, ბატონო თენგიზ, სანამ წალენჯიხაზე დაიწყებთ ლაპარაკს, პირჯვარი სამჯერ გადაიწერეთ და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ წალენჯიხაში საქმეს ვაკეთებთ და თქვენ კი არ გგავართ, 12 წლის განმავლობაში ასი კი არა, ერთი ქარხანაც რომ ვერ ააგუგუნეთ!

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved