• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ამბის გახსენებას მოჰყვა სწორედ მზიას ცრემლები” – ვარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:07 07-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
601

ჟურნალისტი, პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი:

ეთერ თურაძის ჩვენების პარალელურად, მზია, პირველად ამ მრავალთვიანი პროცესის განმავლობაში, დარბაზისკენ ზურგით ტრიალდება, მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ მხრების ცახცახზე ვხვდები, რომ ტირის.

ეს რამდენიმე წუთი გრძელდება. როცა ტრიალდება ხელში ცრემლებით სველი ხელსახოცი უჭირავს. თუმცა ეს არაა ტირილი სისუსტის გამო. ცოტა გვიან მოვყვები, რამ გამოიწვია მისი ემოცია. ტირის დარბაზიც.

ეთერი ყვება, თუ რატომ გადაწყვიტა აქციაზე მისვლა. ეს გამოიწვია, როგორც ეთერი ამბობს, ციალა ქათამიძისა და გოდერძი ფრანგიშვილის დაკავებამ. ფრანგიშვილი მისი თანამშრომლის ძმაა, რომელსაც თირკმელი აქვს გადანერგილი. „როცა წარმოვიდგინე, რა საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა მის ჯანმრთელობას, მის ცემას და არასათანადო მოპყრობას, მივედი ადგილზე.“

აქ თურაძე ბოდიშს უხდის მზია ამაღლობელს და იხსენებს მისი ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას. რამდენიმე წლით ადრე მზიას ოჯახში გარდაიცვალა 23 წლის გოგონა, რომელსაც ასევე თირკმელი ჰქონდა გადანერგილი.

„ეს იყო უდიდესი დარტყმა მზიასთვის. მზია ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა გოდერძიზე. ვიცოდი, რომ მისი დაკავება მზიასთვის იქნებოდა ემოციურად უმძიმესი გამოცდა.“

ამ ამბის გახსენებას მოჰყვა სწორედ მზიას ცრემლები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved