• რეკლამა
  • კონტაქტი
19:51, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოფილა კრემლის ვირთხა? როგორ გამოუშვით რუსეთის აგენტი პოლიტპატიმრის სტატუსით?!”– თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
17:10 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,352

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

ახლა, როგორ განმარტავთ, რატომ და როგორ გამოუშვით ქართული ოცნება რუსეთის აგენტი, საქართველოს სუვერენიტეტის მტერი, სამცხე-ჯავახეთის ავტონომიისთვის “მებრძოლი”, კრემლის გოშია ჩახალიანი პოლიტპატიმრის სტატუსით?! “გასაპრავებელი” კიდევ ბევრი გაქვთ, მაგრამ სახელმწიფო ღალატი არ “პრავდება”. პროპაგანდით რომ ხალხს ტვინს ურეცხავთ და რუსეთის აგენტებს ოპოზიციას ეძახდით, პოლიტიკური ოპონენტი ჩახალიანი დააკავესო, კიოდით, ყოფილა კრემლის ვირთხა ეს (არა)კაცი თუ არა? რომ კიოდით დემოკრატია არაა ოპოზიციონერების დაკავებაო, დემოკრატიაზე ჯერ თქვენ როგორ უნდა ისაუბროთ და მერე – რომელი დემოკრატიული პრინციპი იცავს უცხო ქვეყნის მოღალატეს პატიმრობისგან?
თქვენ კი შეფუთეთ ჩახალიანი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ გერეუმ თავი ვერ დამალა და არც სომხეთის ეროვნულმა მთავრობამ მიიჩნია აგენტი ოპონენტად.
მართალია, თქვენ – ქართულმა ოცნებამ გაუშვით და უკანაც დააბრუნეთ საქართველოში ვალის გადასახდელად 2018 წელს ჩახალიანი, მაგრამ ხომ ხედავთ – სამართალმა პური ჭამა და საქართველოს სახელმწიფოს მტერი სომხეთმა დააკავა.
ცნობისთვის, სომხეთში სეპარატისტი, “ერთიანი ჯავახეთის” დამფუძნებელი ჩახალიანი დააკავეს, რომელიც ახალციხეში სეპარატისტულ დაჯგუფებს ქმნიდა და 2008 წელს, სამცხე-ჯავახეთში რუსეთის დავალებით მასობრივი არეულობის ორგანიზებას გეგმავდა. როგორც კარინა გრიგორიანმა განმარტა, ოპერატიული ინფორმაციით, ჩახალიანს დაახლოებით, 70 კაციანი დაჯგუფება ჰქონდა შექმნილი სამცხე-ჯავახეთში დესტაბილიზაციის მოსაწყობად.
მას აღნიშნულის გამო, წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა 10 წლის ვადით მიესაჯა. თუმცა, 2013 წელს, ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა და პოლიტპატიმრის სტატუსიც უბოძა რუსეთის აგენტს. მაშინ, ივანიშვილთან ჩახალიანის ამნისტიას სომხეთის პატრიარქი შუამდგომლობდა, როცა ივანიშვილი პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნინოწმინდა-ახალქალაში მოსახლეობას ჩახალიანი ემუქრებოდა და ენზელ მკოიანთან ერთად აიძულებდა ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმა არ მიეცათ.
ბრავო ფაშინიანის პოლიტიკას, რუსეთის აგენტი ჩახალიანი ერევნის ციხეშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved