• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიჭების 99% თვლის, რომ „ლელომ“ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა” – გიორგი მინდაძე

ალია ავტორი - ალია
18:24 07-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი მინდაძემ, რომელსაც დღეს 5 წელი მიუსაჯეს, სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა:

„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით.

ბიჭების 99% თვლის, რომ „ლელომ“ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა…

ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ“, – მიმართა გიორგი მინდაძემ დარბაზს.

(მინდაძის სიტყვებს “ტვ პირველი” ავრცელებს).

ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრლადების მხარის მტკიცებით, 21 წლის ბიჭმა  29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

დღეს დილით გავრცელდა გიორგი მინდაძის 2 დღის წინ გამოგზავნილი წერილი ციხიდან:
“სალამი, ჩემო საყვარლებო. მინდა გითხრათ რამდენად ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენით, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით.
ყოველი სასამართლო ერთ-ერთი ბედნიერი დღეების სიაში შედის, რა თქმა უნდა თქვენი წყალობით
ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან სასამართლოებზეც და ზოგადადაც ვერ გამოვხატავ იმ სიყვარულს, რასაც შინაგანად ვგრძნობ და მინდა ყველამ, ყველამ გაიგოთ, რომ ძაააალიან მიყვარხართ.
დანარჩენზე კი, რომ გამოვალ მერე
აშკარაა ჩვენი ნახვები და შეხვედრებიც დასასრულს უახლოვდება.
გული არ გაიტეხოთ, თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრის მეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მითუმეტეს გულიდან.
ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით შეგიყვარეთ და თავიც შეგაყვარეთ ჩემო თანამებრძოლებო, იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის მოგების იმედი და რწმენა – იყავი ის ერთი ადამიანი ყოველთვის შენ!!!
წერილის ადრესატო. მომიყევი შენზე თუ წერა არ გეზარება
სიყვარულით გიორგი ვალერის ძე მინდაძე.
გლდანის N8 პენიტენციურიდან“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved