მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.
კომენტარები