• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელფასი ერთ წელში 205 483 ლარი – რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

ალია ავტორი - ალია
19:18 06-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ გასულ წელს ხელფასის სახით 205 483 ლარი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აქედან 62 712 ლარი სებ-ის საჭოს წევრობისთვის, ხოლო 142 771 ლარი პრეზიდენტობისთვის. მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზეა 2018 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, იმავე წელს შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წლის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ფლობს 2016 წელს 62 000 ლარად შეძენილ 70,02 კვ.მ ფართის ბინას სამგორის რაიონში.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი (მიწასთან ერთად) აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონის ოლქში, რომლის ღირებულება 705 000 დოლარია.

კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში.

ამასთან, კობა გვენეტაძეს ეკუთვნის 2014 წელს შეძენილი ავტომობილი Lexus GX 460, 2014, რომლის ღირებულებაც 60 140,36 დოლარია. ასევე, ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კობა გვენეტაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

„საქართველოს ბანკის“ პრემიუმ ანგარიშზე – 6 331 დოლარს, საბარათეზე (უნივერსალური) -20 752 ლარს;
„ბაზის ბანკის“ ვადიან ანაბრებზე -18 754 ლარს, ასევე, 23 873 ლარს;
„ტერა ბანკი“ სახელფასოზე – 9 899 ლარს;
“ფინკა ბანკის” ვადიან ანაბარზე – 26 812 ლარს;
“ხალიკ ბანკი” ანაბარზე – 22500 ლარს, საბარათე ანგარიშზე – 771 ლარს;
„კრედო ბანკის“ ანაბარზე – 24 650 ლარს;
“პროკრედიტ ბანკის“ ვადიან ანაბარზე – 28 616 ლარს;
ხოლო, დანაზოგის სახით – 700 ევროს და 2200 დოლარს.

bpn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved