კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა კატეგორიულად უარყო ე.წ. ადამიანთა “დაჩიპვასთან” და ამ მეთოდით მსოფლიოს მართვის სურვილთან მისი და მისი საქველმოქმედო ფონდის კავშირი.
“მე არასდროს ვიყავი დაკავებული მიკროჩიპებით, ეს იმდენად სულელური და ველური ბრალდებაა, უარყოფაც კი არ სჭირდება,” – განუცხადა მილიარდერმა Business Insider-ს.
მან განაცხადა, რომ მისი სახელობის ფონდი უკვე დიდი ხანია მუშაობს სხვადასხვა დაავადებათა საწინაღმდეგო ვაქცინების კვლევაზე.
კომენტარები