• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდა

ალია ავტორი - ალია
14:35 06-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,058

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწიეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე. ეს მექანიზმი ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან. ცვლილებების შედეგად, ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როცა უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი, ასევე შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესება მესამე ქვეყანასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით.

ამას გარდა, შეჩერების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის გეოგრაფიულმა სიახლოვემ, მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვიოს.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძველია ასევე ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭებათ ისეთ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მასთან შესაბამისი კავშირი.

ასევე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლების ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.

“უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან სარგებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და თავად ევროკავშირისთვისაც. თუმცა თუ მესამე ქვეყნები ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ზომა ვითარების გამოსასწორებლად. ეს ინსტრუმენტები ზეწოლას მოახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც თავს არიდებენ არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და მასთან ბრძოლაში თანამშრომლობას”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ. (ბიემჯი)

თეგები: ევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved