• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ისრაელმა შეტევის ახალი ტალღა დაიწყო – ირანის რეჟიმის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:22 06-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,040

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ისრაელის მხრიდან შეტევის ახალი ტალღა დაიწყო: იბომბება ირანული ქალაქი შირაზის სიახლოვეს არსებული იარაღის საწყობი. აფეთქებებია თავრიზის აეროპორტის ტერიტორიასა და მის მომიჯნავედ. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთ ირანში მდებარეობს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, 85 კილომეტრში მდებარეობს.
ირანს დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა დღემდე. აქედან 2000-ს შეეძლო ისრაელამდე მიღწევა. აღნიშნული იერიშების შემდეგ რამდენი დარჩება არაა ცნობილი, მით უფრო რომ ისრაელი განაგრძობს ობიექტებზე იერიშს ხოლო ირანი სამხედრო შოკიდან ჯერ არ გამოსულა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ანუ საჰაერო ფარის დიდი ნაწილი განადგურებულია, რაც ისრაელს ავიაციას მოქმედების თავისუფლებას აძლევს.
ამასთან, საინტერესო ისაა, რომ ირანის საყრდენი ლიბანში, ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა იმაზე მეტადაა დასუსტებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რის გამოც ისინი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ამ ეტაპზე არ აანონსებენ, თუმცა ცხადია ირანიდან ზეწოლა მათზე გაგრძელდება.
იემენში ბაზირებული პრო-ირანული ჰუსიტების წინააღმდეგ კი ბოლო ორ თვეში ისეთი იერიშები იქნა მიტანილი აშშ-სა და ისრაელის მხრიდან, რომ მათი შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული. რეალურად, ირანი ახლა იმაზე ბევრად სუსტ პოზიციაშია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ოდესმე ყოფილა.
ცხადია, ირანი შოკიდან ნელ-ნელა გამოვა და პასუხსაც შეეცდება, მაგრამ ამასობაში ისრაელის მხრიდან დამდგარი ზარალი იმგვარი შეიძლება იყოს, რომ ირანული სამხედრო პოტენციალი მკვეთრად გახლდეთ დაქვეითებული. ხოლო რეჟიმის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდება. მილიარდები დახარჯა ირანმა იმ შეიარაღებაზე, ბირთვულ პროგრამასა და მეცნიერთა სკოლის შექმნაზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ასეთი მძიმე და სწრაფი დარტყმა მიადგა.
პრეზიდენტმა ტრამპა დაწერა, რომ ირანს ბევრი შანსი ჰქონდა მოლაპარაკებებისათვის მაგრამ ირანმა ეს შანსი გაუშვა ხელიდანო. დათანხმდით მოლაპარაკებაზე, სანამ სრულიად გვიან არ იყოო.

“>

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved