• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:21 06-13-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის – ,,ქვების” –  ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენოსივრცეში გაიმართება.

სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdjრეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo delFuturismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.

მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved