• რეკლამა
  • კონტაქტი
10:36, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უდიდესი ბოდიში მათეს, ყველამ კარგად ვიცით რატომაც” – ზუკა ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:54 06-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,204

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი:

იცით რატომ არის მათე დევიძის საქმე ივანიშვილის საქართველოს იდეალური დიაგნოზი? იმიტომ, რომ პლანეტის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის (მართლა სახელმწიფოსთვის) უდიდესი სიამაყის და ბედნიერების მიზეზი უნდა იყოს ფაქტი, რომ მათესნაირი ადამიანები ეზრდება. ოდნავადაც არ ვაჭარბებ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის და საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის ამაზე უფრო თვალსაჩინო სიმპტომი ძაან ცოტა თუ მოიძებნება.

ი მ ი ტ ო მ, რ ო მ
მათე არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ხედავს რა წუმპეშიც ცხოვრობს, და ამის მიუხედავად ინარჩუნებს ცხოვრების უწრფელეს ხალისს. თან, ერთი მხრივ, ამ თავის შინაგან ხალისს და სინათლეს შტორმშიც პეშვით დაჰფოფინებს, და, თან, მეორე მხრივ, არაფრით აძლევს საშუალებას, რომ ყურადღება დააჩლუნგებინოს და ინფანტილურ აჩრდილად აქციოს. ამ სინათლის და ხალისის განუყოფელი ნაწილია მისი უსამართლობასთან შეუგუებლობა.

გადადებს გიტარას, აკოცებს ბებიას, და თელავიდან გარბის თბილისში.

იმიტომ, რომ ხედავს იქ წყდება მისი ქვეყნის ბედი, იმ საზოგადოების ღირსების საკითხი, რომლის ნაწილიც თვითონ არის, და უშუალოდ მისი როლიც მთელ ამ ამბავში.

არ უფიქრია, რომ ამისთანა გამორჩეული როლი შეხვდებოდა და ამიტომ უნდა გაქცეულიყო…

არ უფიქრია, რომ მისი დადებული აგური იქნებოდა გადამწყვეტი და ამიტომ უნდა გაქცეულიყო…

არც ის უფიქრია, რომ ხელის გაწვდენაზე იყო გამარჯვება და საყოველთაო ზეიმის არგამოსატოვებლად უნდა გაქცეულიყო. ამას ვერ იფიქრებდა. რადგან, როცა მათე დაიჭირეს აქციები ჯერ არ იყო ისეთი ხალხმრავალი როგორიც 28 ნოემბრის შემდეგ გახდა.

გადიოდა ას კილომეტრს იმიტომ, რომ თავის თავთან და ისტორიასთან უნდა ყოფილიყო მართალი. გადიოდა იმიტომ, რომ აბა ასე ეყურებინა ამ უსამართლობისთვის?! გადიოდა იმიტომ, რომ ესმოდა, შეიძლება სამყაროსთვის ერთი აგური ერთი აგურია, მაგრამ მისი დამდები ადამიანისთვის ის მთელი სამყაროა.
და, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი აგურებით შენდება ყველაფერი კარგი და მტკიცე, მით უმეტეს, სახელმწიფო.

არავითარი პირადი გამორჩენა, არანაირი წინასწარი განზრახვა, მხოლოდ უსამართლობასთან ბუნებრივი შეუთავსებლობა, და უსამართლობის ხახაში სიმწრისგან მოქნეული ჯოხი. რომლითაც, როგორც თვითონ, ასევე თითოეულმა ადამიანმა შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ ვერავის და ვერაფერს მოიგერიებდა, ვერავის და ვერაფერს დააზიანებდა (რამდენიც არ უნდა იძახოს ბონძღმა მილიციელმა ვავა მაქო), მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი (რომელიც მათესთვის მთელი სამყაროა):
აბა ასე ვუყუროთ ამ უსამართლობას?!

ჰოდა, სანამ ივანიშვილს დავუბრუნდები, ტრადიციული კითხვა მექნება პეპლების მთვლელებთან, ასე ვუყუროთ ამ უსამართლობას?! მათეზე “პოზიტიური” ხომ არ გონია ვინმეს თავი?!

დაა… ივანიშვილზე კიდევ გონია ვინმეს რომ საქართველო სახელმწიფოდ უნდა? უზომოდ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებით და უკომპრომისო სამართლიანობით სავსე? ბარემ თავისითაც ხო არ ჩაჯდეს და ამოლპეს ციხეში მთელ თავის მოღალატე და კორუმპირებულ საორკეთთან ერთად?

როგორი ზუსტადაც რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა და აღმოჩნდება მათეს როლი საქართველოს ისტორიაში, ამას რაც დრო გავა კიდევ უკეთ დავინახავთ და დავრწმუნდებით ყველა. და იმასაც ყველანი მივხვდებით, რომ საერთოდ არ არის შემთხვევითი, რანაირი ადამიანი მოუქნევდა იმ რაღაცა ჩხირს რუსი ტურების ხროვას, რომლებსაც მარტო ნიღბის უკან, ოლიგარქის ზურგით, ხელში იარაღით და ერთ ჯგროდ შეყრილებს ეძლევათ დიდი გული. რომელიც, სათითაოდ რომ ამოაცალო ყველას და ერთმანეთს შეაზილო, მაინც მათეს გულზე უთვალავჯერ პატარა გამოვა.

ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათეებმა ვერ ანათონ საქართველოში, და ისე ბნელოდეს, რომ თვითონ შეეძლოს ყველგან ხელის უსასრულოდ ფათური.

მათე დევიძე არის იდეა,
რომელიც კლავს,
და მოკლავს
საქართველოში
ივანიშვილის წყვდიადს!
რომელიც,
სხვათა შორის,
არც ისე უსასრულოა.
ასეა ეს.
და ცხრა რეჟიმი არ ეყოფა ამის შეცვლას.
მათეს უდიდესი მადლობა
იმისთვის, რომ უსასრულოს ამ ქვეყნისთვის ბრძოლის მოტივაციას ხდის.
და აქვე უდიდესი ბოდიში, ყველამ კარგად ვიცით რატომაც..

#ბოლომდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved