• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შსს–ს განყოფილებაში გახდა შეუძლოდ და საავადმყოფოში გარდაიცვალა” – ნაცემი ადამიანი პირდაპირ განყოფილებაში გადაიყვანეს – რას აცხადებს შსს

ალია ავტორი - ალია
18:02 06-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

შსს–ს მტკიცებით, 6 ივნისს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა ალ.ყ.-ს . თავის და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის ალ.ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ალ.ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულ სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა ალ.ყ.-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შესაძლოა მოხდეს წარდგენილი ბრალდების დამძიმება”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 7 ივნისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 333–ე მუხლი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას მოიცავს, მისი მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და ისჯება 5–დან 8 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved