• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანოსებით” დარბიან სკოლაში – დღე არ გავა, არ მომივიდეს შემაძრწუნებელი ინფორმაცია, თუ როგორ ატერორებს ხელმძღვანელობა მასწავლებლებს” – გიორგი ჩუბინიძე

ალია ავტორი - ალია
16:50 06-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,882

ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინიძე:

მეგობრებო, ცოტა არ იყოს შეძრწუნებული ვარ უკვე ამ სიტუაციით და თქვენგან მაინტერესებს რა შეიძლება მოვიმოქმედო ამ სიტუაციაში?
დღე არ გავა ჩემი, გლდანის 173-ე სკოლიდან, სადაც 12 წელი გავატარე და სადაც უამრავი მეგობარი მყავს (ძველი, ახალი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და ა.შ.), არ მომივიდეს შემაძრწუნებელი ინფორმაცია, თუ როგორ ატერორებს ხელმძღვანელობა მასწავლებლებს.
ყოველდღიურად ისმენენ მასწავლებლები ხელმძღვანელთა მუქარებს. პოლიტიკური მოტივით, ვისაც კრიტიკული, თავისუფალი აზრი გააჩნია ან ოჯახის წევრი ჰყავს კრიტიკული აზრის და ან აქციებზე არიან ნამყოფები, ყველას მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი, მიზანმიმართული რეპრესიები.
,,დანოსებით” დარბიან სკოლაში თანამშრომლების ნაწილი, ერთმანეთის ჩაშვება-დაბეზღებები მიდის და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რა დარღვევებზეც სკოლაში საუბრობენ.
ვერ ვარ უფრო კატეგორიული და არ ვიტყვი კონკრეტულ ფაქტებს, მაგრამ იძულებული ვარ ვიყო ღია, თუ რა სახის ბრალდებები ისმის –
მასწავლებლების დაშინება პოლიტიკური საბაბით;
სკოლის ფართების უკანონო გაქირავება;
რეპეტიტორი მასწავლებლების წილში ჩადგომა (ადრე რომ გავიდნენ სკოლიდან);
ნეპოტიზმი სკოლაში;
ტერორი;
მიყურადება;
პირადი კონტროლი (ვინ სად რას დაწერს, რა ლაიქს და კომენტარს დაწერს და ა.შ.).
ეს ყველაფერი თუ რეალობაა და ამ სკოლის თანამშრომლები მართალს ამბობენ, უმძიმესი დანაშაულია.
და თუ ვინმე იტყუება ესეც მძიმე დანაშაულია, მაგრამ ვწერ საჯაროდ, რადგან ჩემთვის უახლოესმა ადამიანებმა უკვე მერამდენედ პირადად მთხოვეს დახმარება რომ ღიად ვისაუბრო ამ პრობლემებზე, რადგან ეს ყოფა მათთვის გაუსაძლისია.
თუ რამეში ვცდები ბოდიშსაც მოვიხდი და თუ არ ვცდები, ყველა სახელმწიფო უწყებისგან მოვითხოვ რეაგირებას. ყველა მშობლისგან მოვითხოვ რეაგირებას, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, რადგან ბავშვები უნდა იზრდებოდნენ თავისუფალ, კრიტიკულ, დემოკრატიულ გარემოში და არა დაშინებული მასწავლებლების გარემოცვაში.
მეც მიმუშავია მასწავლებლად, ვიცი რა არის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა, თანაც ამ სკოლის აღზრდილი ვარ და ზუსტად ვიცი და ვიაზრებ ამ ყველაფრის მნიშვნელობას!
გთხოვთ, ასევე მედიას, ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს. მიდით ადგილზე და იქვე გაარკვიეთ სიტუაცია.
ეს იცით რომელი სკოლაა? მიხელ სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა რომ დირექტორი მოგვიხსნა სწორედ პოლიტიკური საბაბით და მაშინ მთელი სკოლა გარეთ გამოვიდა. გავიფიცეთ. თბილისის ყველაზე დიდი სკოლაა. ყველაზე ხმაურიანი და სამართლიანი იმ დროს და დიდი იმედი მაქვს სამართლიანი იქნება ახლაც!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved