• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკვლელობა მეგობრის ხელით – რა მოხდა მეჯვრისხევში?

ალია ავტორი - ალია
10:05 06-11-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი ბავშვობის მეგობარმა, 46 წლის გიორგი ტერაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

მომხდარზე ინფორმაცია შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივების თქმით, ორივე მამაკაცი დევნილია და ისინი წლებია მეჯვისხევში ცხოვრობენ.

“მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ტერაშვილია. მან სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თავისი თანაკლასელი და მეგობარი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი. ორივე დევნილები არიან ლიახვის ხეობიდან. ვიცნობ წლებია. 2008 წელს გიორგი ტერაშვილმა ჩვენს სოფელში, მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით იყიდა კერძო სახლი. დევნილებს რომ აძლევენ ფულს ამ გზით იყიდა და დასახლდა. მერე მეზობლად თავის მეგობარს, ვიტალი ჯოჯიშვილსაც აყიდინა სახლი. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და მეგობრობდნენ. რა მოხდა წუხელ მათ შორის და რატომ გაიმეტა მოსაკლავად მეგობარი, ვერ გეტყვით. დიდი ხნის კონფლიქტი მათ შორის არ იქნებოდა, რადგან სულ ერთად იყვნენ ხოლმე. როგორც ვიცი, მეგობრები და კლასელები არიან. აქაც სოფელში ახლო ახლოს ცხოვრობდნენ. გუშინ ღამე მომხდარა კონფლიქტი მათ შორის. სუფრასთან ერთად ისხდნენ სხვის სახლში, მეზობელთან ქეიფობდნენ და იქ წაკამათებულან. როგორც გავიგე, რაღაც ჩხუბი მოსვლიათ სამი თვის წინ ერთმანეთში, მერე ისევ შერიგდნენო, მაგრამ ახლა ეტყობა გაუხსენეს ერთმანეთს ძველი წყენა. კონფლიქტის შემდეგ სანადირო თოფიდან გასროლით ჰყავს მოკლული. დაჭრილი ვიტალი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ვუთანაგრძნობ მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახს. ვიტალის მეუღლე მეჯვრისხეველია. ორივე დაოჯახებულია. გიორგი ტერაშვილს ორი გოგონა ჰყავს, მისი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. გავრცელდა ინფორმაცია ტერაშვილის ნასამართლობაზე, მაგრამ მე როგორც ვიცი, ის დიდი ხანია თავისუფლებაშია. ამ შემზარავ მკვლელობას შეესწრო ის ადამიანები, ვინც სუფრასთან ისხდნენ. კონფლიქტის მერე როგორც ჩანს წავიდა იარაღის მოსატანად, მოვიდა და ესროლა მეგობარს, მკვლელობა უბანში მოხდა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. სხვას ალბათ პოლიცია დაადგენს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ მეჯვრისხევში ბატონი ბერდია ფიცხელაური.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდაო.

“მეზობლის სახლში იყვნენ უბნის ბიჭები შეკრებილები, ქეიფობდნენ. იქ მომხდარა ჩხუბი. ტერაშვილმა დატოვა სუფრა, ეტყობა თავისი სახლიდან მოიტანა იარაღი და დაბრუნებულმა პირდაპირ დამიზნებით ესროლა ვიტალის. როგორც მითხრეს, ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. სასწრაფომ ცოცხლას მოუსწრო, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. უბანში ყველა გაკვირვებულია. ერთი სოფლიდან არიან და ჩვენს სოფელშიც ერთად იყიდეს სახლები. მკვლელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. როგორ არ ინდობენ ერთმანეთს, ბავშვობის მეგობარი როგორ გაიმეტა ასე ძალიან”, – ამბობს ადგილობრივი.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მეზობლების თქმით, მას ჭრილობა აქვს ყელის არეში მიყენებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ რა გაირკვევა გამოძიებით.

kvirispalitra.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved