• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

ალია ავტორი - ალია
20:45 06-06-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
797

ყური ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე სათუთი და მგრძნობიარე ორგანოა. დროულ დიაგნოსტიკაზე, ზოგჯერ არამხოლოდ სმენა, არამედ ადამიანის სიცოცხლეც კი არის დამოკიდებული, მაგალითად, ყურის ე.წ. დაგუბება შეიძლება ერთ–ერთი ნიშანი იყოს თავის ტრამვის, ან თავში სიმსივნის საწყისი ეტაპის. გამოკვლევა ან გამორიცხავს, ან დაადასტურებს და დიაგნოზი უკვე მკურნალობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია.

ინგა გოგია, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმია, ოტორინოლარინგოლოგი, აუდიოლოგი და ოტონევროლოგი, 20–წლიანი პროფესიული გამოცდილებით. განათლება უკრაინაში, კიევის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, შემდგომ საქართველოსა და ლიეტუვაში გააგრძელა სწავლა.

გვიყვება, რომ ოჯახში, სანათესაოში არავინ ჰყავდა ექიმი, მიუხედავად ამის, ჯერ კიდევ იმ დროიდან გადაწყვიტა, როცა არც კი ესმოდა რას ნიშნავდა ეს პროფესია. ამბობს, რომ არასოდეს უნანია, რადგან უყვარს ადამიანები და მათი დახმარება სიამოვნებას ანიჭებს.

„ალიასთან“ ინგა გოგია აუდიომეტრიაზე, სმენის კვლევაზე, მის მნიშვნელობაზე საუბრობს, გვიყვება რამდენად ზუსტი და სანდოა ეს კვლევა და როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატს, რომელიც მაღალ სიხშირეზეც აძლევს ექიმს კვლევის ჩატარების შესაძლებლობას.

– რა არის აუდიომეტრია, – ტექნიკურად როგორ ტარდება და რამდენად უსაფრთხოა?

– აუდიომეტრია არის სმენის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სმენის ფუნქციის შესაფასებლად. მოიცავს ტონალურ აუდიომეტრიას, მეტყველებით აუდიომეტრიას და ტიმპანომეტრიას.

ტონალური, ზღურბლოვანი აუდიომეტრია სმენის გამოკვლევის ძირითადი მეთოდია, რომელიც განსაზღვრას სმენის სიმახვილეს, მისი დაქვეითების ხარისხს, ხასიათს და ლოკალიზაციას.

ტექნიკურად მარტივი პროცედურაა, ეს კვლევა ტარდება სპეციალურ, ბგერაგაუმტარ კაბინაში, სადაც აპარატია მოთავსებული. აუდიომეტრი აღჭურვილია ორი ტელეფონით, ძვლოვანი და ჰაეროვანი გამტარობისთვის, იკვლევა სხვადასხვა სიხშირეებზე, რათა დადგინდეს რამდენ დეციბალზე ესმის ბგერები პაციენტს. კვლევა არის სრულიად უსაფრთხო, არის მარტივი. ეს არის სუბიექტური მეთოდი, ამ კვლევის დროს, ჩვენ დამოკიდებული ვართ პაციენტის პასუხზე. ვაწვდით ბგერებს და პაციენტმა უნდა დააჭიროს ღილაკს ხელი, დააფიქსიროს, რომ ეს ბგერა ესმის. კვლევა ითხოვს პაციენტის კონცენტრაციას და ყურადღებას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ვერ არის ბოლომდე კონცენტრირებული, ეს არ აისახება კვლევის სიზუსტეზე, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრჯერ გავიმეორებთ ერთიდაიგივე ბგერას, არაერთხელ გადავამოწმებთ და მხოლოდ მაშინ დასრულდება კვლევა, როცა დაზუსტებით მივიღებთ პასუხს.

გვეკითხებიან ხოლმე, რამდენი ხანი გრძელდება კვლევა? – კვლევა შეიძლება დასრულდეს 5–10 წუთში, ან გაგრძელდეს 40 წუთი, გააჩნია რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ და გადავამოწმოთ თითოეული ბგერა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ სრულიად უსაფრთხოა.

– რა ასაკიდან ტარდება კვლევა და სჭირდება, თუ არა პაციენტს წინასწარ მომზადება?

– კვლევა ტარდება 6 წლის ასაკიდან, გამომდინარე იქედან სწორედ, რომ კვლევის პროცესს სჭირდება კონცენტრაცია. ბავშვთან თამაშის ფორმას ვაძლევთ პროცესს, ყურადღებას ვამახვილებინებთ ღილაკზე, ყურსასმენებზე. როგორც წესი, მართლაც ხალისით აჭრენ ხელს ღილაკს და ასე თამაშ–თამაშში სრულდება კვლევა.

პაციენტს წინასწარი მომზადება არ სჭირდება კვლევისთვის. კვლევის წინ პაციენტს კლინიკაშივე გასინჯავს ოტორინოლარინგოლოგი, ჩაუტარდება ოტოსკოპია, რათა გამოირიცხოს გარეთა სასმენ მილში გოგირდის საცობის, ან რამე სხვა სახის ნადების არსებობა. თუ აღმოჩნდა გოგირდის საცობი, ჯერ უნდა მოხდეს ამ საცობის გამოდევნა და შემდგომ ჩატარდეს აუდიომეტრია, რომ ტესტი იყოს ზუსტი.

– რა დაავადებების შემთხვევაშია ეს კვლევა საჭირო?

– პირველ რიგში აუდიომეტრია ტარდება შუა და შიგნითა ყურის სხვადასხვა დაავადებისას, რა დროსაც შეიძლება დაქვეითდეს სმენადობა. ასევე ნერვული სისტემის დაავადებისას, ან როდესაც ტვინის ის ნაწილი ზიანდება რომელიც სმენაზეა პასუხისმგებელი, ასევე ყურის და თავის ტრამვების დროს. საჭიროა აუდიომეტრიის გაკეთება ოტოტოქსიური პრეპარატების მიღებისას, აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, ვისაც უწევს მუშაობა ხმაურიან გარემოში.

– დავუშვათ, ან არ მაქვს ჩამოთვლილი დაავადებები, ან არ ვიცი მათ შესახებ, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართო ექიმს?

– სმენის დავქეითებას თან ახლავს სიმპტომები: – განსხვავებული სმენა ცალ ყურში, სმენის გაძნელება ხმაურიან გარემოში, მამაკაცის ხმის უფრო მარტივად გაგება, ვიდრე ქალის. თუ გესმის ხმა, მაგრამ ბგერებს ვერ არჩევ – ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კვლევა. ასევე, ყურის ტკივილისას ხმაურიან გარემოში ყოფნისას, ყურში დაგუბების შეგრძნებისას, თავბრუსხვევის და მგრადობის დარღვევისას, ტელევიზორის ხმამაღლა მოსმენისას. კიდევ ერთი სიმპტომია დაღლა – თუ ადამიანი კომუნიკაციის შედეგად იღლება, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უჭირს მოსაუბრის ნათქვამის გაგება, იძაბება და აქედან გამომდინარე აქვს დაღლილობის შეგრძნება – ამ შემთხვევაშიც საჭიროა კვლევა.

– კიდევ რომელი დაავადებების დიაგნოსტიკაში გვეხმარება კვლევა?

– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აუდიომეტრიისას ვადგენთ სმენის დაქვეითების ხარისხს, არსებობს 4 ხარისხი: მსუბუქი, საშუალო, მძიმე და უმძიმესი. ხარისხის დადგენით განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა, შესაძლებელია თუ არა მკურნალობა, თუ უნდა დავუნიშნოთ სმენის აპარატი, რომელიც გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

რაც შეეხება დაავადებებს, აუდიომეტრიით შეგვიძლია გავარკვიოთ გვაქვს თუ არა საქმე ოტოსკლეროზთან. არსებობს ასეთი დაავადება უეცარი ნევრიტი – მაგალითად, გაიღვიძე დილით და ცალ ყურში გაქვს სმენა დაქვეითებული, ან თითქმის არაფერი გესმის, ამ შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან დროულ რეაგირებაზეა დამოკიდებული, რამდენად აღდგება სმენის ნერვის პათოლოგია.

იმ შემთხვევაში თუ აუდიომეტრიისას დადგინდება სმენის ნერვის ცალმხრივი ნევრიტი, აუცილებლად ვუტარებთ პაციენტს ემერტე კვლევას, ვინაიდან, ცალმხრივი ასიმეტრიული ნევრიტისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სმენის ნერვის პათოლოგია უკვე არა შიგნითა ყურში, არამედ თავის ტვინში. თავის ტვინიდან ამ პრობლემას შეიძლება იწვევდეს სისხლჩაქცევა, ტრამვა, ან სიმსივნე. შესაბამისად, ამ პრობლემის დროულად აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს გვაძლევს საშუალებას საწყის ეტაპზევე დავადგინოთ უმძიმესი შედეგების მომტანი დაავადებები და დროულად დავიწყოთ მკურნალობა.

– რა ასაკიდანაა შესაძლებელი სმენის სკრინინგი?

– სმენის სკრინიგი საჭიროა სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა მდგომარეობში, იმისთვის, რომ დროულად იყოს აღმოჩენილი სმენის დაქვეითება. სმენის სკრინიგი იწყება ახალდაბადებულებში, პირდაპირ სამშობიაროში, კეთდება ობიექტური კვლევა, სადაც შეიძლება მიიტანონ ეჭვი იმაზე, რომ შესაძლოა იყოს სმენის პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ არის ეჭვი სმენის დაქვეითებაზე, სკრინინგი უტარდება ბავშვს 1 თვის ასაკში, 3 თვის ასაკში, 6 თვის ასაკში და თუ პრობლემა დასტურდება, მერე უკვე დიაგნოზიდან გამომდინარე უმკურნალებენ.

აუდიომეტრია არის ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი, ყველაზე უსაფრთხო სმენის გამოკვლევის პროცედურა. მეკითხებიან ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევა, იმდენად, რამდენადაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სმენა.

მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური კვლევაა, სანდო და ზუსტია, რადგან პროფესიონალმა იცის როგორ ჩაატაროს ტექნიკურად ისე, რომ პასუხი იყოს სწორი. კერძოდ, ერთი და იგივე ბგერას ვაწვდით რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა რიგრიგობით, თუ მივიღებთ ერთი და იგივე პასუხს, მხოლოდ მაშინ ვაფიქსირებთ. ამიტომ, შეცდომა თითქმის გამორიცხულია, მათ შორის ბავშვებშიც.

– გამოდის, სიზუსტის და სანდოობის მთავარი გარანტია მაინც პროფესიონალია, პრინციპში, როგორც ყველა სხვა საქმეში.

– არამხოლოდ, ასევე, აპარატი, აუდიომეტრი, რომელიც მაღალი ხარისხის კვლევის საშუალებას უნდა გაძლევდეს ექიმს.

– შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა ტიპის აუდიომეტრიული კვლევები ტარდება ნიუ ჰოსპიტალსში და როგორი აპარატურით?

– ნიუ ჰოსპიტალსში ტარდება აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია, ტარდება მაღალტექნიოლოგიური აპარატურით. ჩვენი, ნიუ ჰოსპიტალსის აპარატები განსხვავდება სხვებისგან და მოვყვები როგორ, ან რა მნიშვნელობა აქვს ამას:

სტანდარტული აპარატებით გამოკვლევისას, სმენა იკვლევა 125–დან 8 000 ჰერცამდე სიხშირეებზე, მაგრამ, არსებობს მაღალსიხშირიანია აუდიმეტრები, როგორიც არის ჩვენი აპარატი. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, გარდა სტანდარტულისა, უფრო მაღალ სიხშირეზე გამოვიკვლიოთ სმენა, კერძოდ, 8000ც და დამატებით 12 500 სიხშირეზე.

რატომაა ასე მნიშვნელოვანი მაღალსიხშიროვანი კვლევა? – შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ყურებში ხმაური, მივიდეს კვლევაზე და სტანდარტულ სიხშირეებზე არ დაფიქსირდეს სმენის დაქვეითება. არადა ყურებში ხმაური ერთ–ერთი ნიშანი სმენის ნერვის დაზიანების. სმენის ნერვის დაზიანება ხშირად იწყება ყველაზე მაღალი სიხშირეებიდან, ამიტომ თუ სტანდარტულ სიხშირეზე აღინიშნება ნორმალური სმენა, ვიწყებთ მაღალ სიხშირეზე კვლევას, და თუ იქ გვხვდება პრობლემა, ეს არის უკვე იმის ზუსტი მანიშნებელი, რომ სმენის ნერვის დაზიანება დაიწყო. სმენის ნერვი შეიძლება იყოს დაზიანებული პერიფერიულ ნაწილში, რომელიც განთავსებულია შიგნითა ყურში ან ცენტრალურ ნაწილში-თავის ტვინის სტრუქტურებში. ამ მაღალტექნოლოგიური აპარატებით, საშუალება გვაქვს მივიღოთ ადრეული დიაგნოსტიკა, რაც დროული მკურნალობის საშუალებას გვაძლევს.

– შესაძლებელია პრევენცია?

– სმენის დაქვეითებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება იყოს გამოწვეული ყურის ან თავის ტვინის ინფექციებით, ტრამვებით, გენეტიკური ფაქტორებით, ხმაურიან ადგილას მუშაობით. მთავარი პრევენცია არის დროული დიაგნოსტირება.

თუ პაციენტმა იცის, რომ მას აქვს რომელიმე ინფექციური დაავადება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. რჩევების სახით, მათ, ვისაც უკვე აქვს სიმპტომები, ვეტყვი, რომ არ მოვუსმინოთ მუსიკას, ტელევიზორს მაღალ ხმაზე, გამოვიყენოთ ყურის საცობები ხმაურიან გარემოში, ვაკონტროლოთ არტერიული წნევა, შევწყვიტოთ თამბაქოს მოხმარება, ჩავიტაროთ რეგულარული სკრინიგი და მკურნალობა.

– ყველა პროფესიას ახლავს თავისი მითები, თუმცა, ყურზე მგონი ყველაზე მეტი მსმენია, მათ შორის, მკურნალობის ათასგვარი მეთოდი, ისე, რომ ისიც კი არ იციან, კონკრეტულად რა პრობლემაა და საიდან მოდის. მსმენია გარეგანი ე.წ. მკურნალობით ყურის დაზიანებებზეც. გარდა ამისა, როცა გამომწვევ მიზეზს კი არა, სიმპტომს ვებრძვით, როგორც წესი, მდგომარეობა რთულდება. რა უცნაური პროფესიული შემთხვევები გახსენდებათ?

– სამწუხაროდ, ყურის ტკივილის ან დაგუბების დროს მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა ხერხებს, მაგალითად, მქონდა შემთხვევა, პაციენტმა მითხრა რომ ყურის ტკივილის დროს ჩაუწვეთეს მწყერის ქონი. ცხადია, ამის შედეგად ყური დაუგუბდა. თუმცა, ეს ყველაზე მცირე პრობლემა იყო, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. ოტოსკოპიით ჩანდა რომ უცხო სხეულია ყურში, ვიცით რომ არის მწყერის ქონი, მაგრამ გამაგრებული, თითქმის ჩაკირული. არ ლღვება არც მედიკამენტური ზემოქმედებით. არ ვიტყვი რა გზით მოვახერხე ამ ცხიმი დაშლა, რადგან არ მინდა სახლის პირობებში სცადოს ვინმემ და რამე დაიზიანოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნამდვილად რთული იყო. საბოლოოდ, დავშალეთ და ნაწილ–ნაწილ ამოვიღეთ.

ეს ამბავი სულაც არ არის სასაცილო, დიდხანს რომ რჩება უცხო სხეული ყურში, ზიანდება ყურის ნაწილები და მსგავსი „ექსპერიმენტი“ რამდენად ცუდად დასრულდება არავინ იცის. ასევე, მქონია შემთხვევა პაციენტს ყურში ჰქონდა ჩატენილი ნივრის კბილი, ვიღაცას უთქვამს, რომ ტკივილს მოუხსნის. ცხადია, არც ტკივილი გაუყუჩა და ვერც უკან ამოიღო, ესეც დიდი წვალებით ამოვიღეთ.

სამწუხაროდ, ასეთი მითები ბევრია. ზოგ შემთხვევაში კარგად სრულდება და ისინი, ვინც გადაურჩა სერიოზულ გართულებას, ალბათ, დღეს უკვე ღიმილით იხსენებენ, მაგრამ შეიძლება დაზიანდეს დაფის აპკი, ინფექცია გადავიდეს შუა ყურში, რამაც ძალიან გაართულოს ვითარება.

უმორჩილესი თხოვნა მაქვს, არაფერი მოიმოქმედოთ დამოუკიდებლად. თუ ძლიერი ტკივილია, ერთადერთი რამ შემიძლია გირჩიოთ, მიიღეთ ტკვილგამაყუჩებელი და მიმართეთ ექიმს მაქსიმალურად სწრაფ დროში.

არ გვინდა არანაირი მეთოდები, ვიღაცის ნასწავლი – აგტკივდა ყური? გაქვს ხმაურის შეგრძნება? დროულად, გადაუდებლად მიმართე ექიმს. მაგალითად ჩვენს კლინიკაში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი მოხვიდე, მიგიღებს ყელ–ყურის ექიმი, ჩაგხედავს, დიაგნოზს დასვამს და დანიშნავს სწორ მკურნალობას. თუ არ გვაქვს სწორი დიაგნოზი, მკურნალობაც ვერ იქნება ადეკვატური.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved