• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არიან თუ არა საფრთხის ქვეშ კონსულტანტები, მძღოლები, ოპერატორები, ფარმაცევტები?

ალია ავტორი - ალია
16:18 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

არის თუ არა დიდი დროით ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიში და იწვევს თუ არა გართულებებს?!

ამის შესახებ ზახაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იქნება აუცილებელი.

„არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად ეკეთოთ ნიღბები. არსებობს გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელი უნდა იყოს მისი გამოყენება.

ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ნიღბის გამოყენებას აქვს გარკვეული წესები.

თუ ამ წესებს დავიცავთ, მაშინ ნიღბის გამოყენება რისკის მომცველი არ იქნება. სწორად გამოყენებული ნიღაბი მოგვცემს გარანტიას იმისას, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდენთ ზემოქმედებას და ყველამ უნდა ავითვისოთ ის ელემენტალური წესები, რასაც ნიღბის გამოყენება ჰქვია“

“ალია” – მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნიღბის ტარების წესზე საუბრობს, როგორია ეს წესი არ გვეუბნება.

მაგალითად, როგორია ნიღბის ტარების წესი კონსულტანტებისთვის? რომლებმაც უნდა ატარონ ნიღაბი მთელი დღე?

მძღოლებისთვის…

ფარმაცევტებისთვის…

ბანკის თანამშრომლებისთვის…

ლომბარდის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორებისთვის…

და ასე უსასრულოდ, უამრავი პროფესიის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომლებიც ზუსტად იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაავალდებულა, ეკეთოთ ნიღაბი და არ ჩართონ კონდიციონერი.

ხათუნა ზახაშვილი არ პასუხობს კითხვას, საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ნიღბის დიდი ხნით ტარება და ამის ნაცვლად გვიყვება უკაცრავად და ზღაპარს იმაზე, რომ მოსახლეობა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს, სახლში და საწოლში რომ არ უნდა გვეკეთოს, გასაგებია, მაგრამ რა ქნან ადამიანებმა, ვისაც სამსახურში ადამიანებთან აქვს შეხება და დღის მეტ ნაწილს სამსახურში ატარებს? რა ეშველება მათ ჯანმრთელობას?

იმ ადამიანების ჯანმრთელობა, ვისაც დავავალდებულეთ მთელი დღე ეკეთოს ნიღანი და არ ჩართოს კონდიციონერი, არის თუ არა საფრთხის ქვეშ? – ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავს არიდებს! ამის ნაცვლად გვიყვება ნიღბის ხშირად ცვლაზე, გეგონება ეს ქართული ნიღაბი ცალი 50 თეთრი კი არა, 15 თეთრი ღირდეს და გვიყვება იმ ადამიანებზე, ვისაც დღეში ერთი საათით აქვს ნიღბის ტარების ვალდებულება.

ბიოსამედიცინო კორპორაცია “CALYPTE”-ს ჟენევის ფილიალის დირექტორი, ხათუნა ჯანჯალია, სოციალურ ქსელში, წერს რას იწვევს ნიღბის ხანგრძლივად ტარება: ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!!”

თუმცა, მას შემდეგ რაც ვნახეთ 22 მაისს 20 მდე ადამიანი, გამყრელიძესთან და იმნაძესთან ერთად როგორ იდგა ერთად ნიღბისა და დისტანცირების გარეშე, გასაგებია, რატომ არ იგებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რომ საფრთხე რეალურია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved