• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლინიკები პრემიერს როცა მიმართავენ…” – მინისტრს ღია წერილები აღიზიანებს

ალია ავტორი - ალია
13:43 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ ცხრა კლინიკასთან გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი, როდესაც ისინი, ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, მინისტრს, პარლამენტსა და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს ეფექტურად არ აისახება იმ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 520-ე დადგენილება, ისევე როგორც  ყველა სხვა დადგენილა, რომელიც იგეგმება, იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქემ უნდა მიიღოს ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში და ამაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ მნიშვნელოვნად ვაქცევთ ყურადღებას როგორი ხარისხის სერვისი მიეწოდება ჩვენს მოქალაქეს.

52 ათასი განაცხადიდან, დასტური 70 პროცენტზეა სამინისტროდან მიღებული. 22 მაისიდან, მას შემდეგ, რაც მოიხსნა საგანგებო რეჟიმი, დამატებით კიდევ 6 400 განაცხადს მიეცა თანხმობა და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოქალაქეებმა მიიღონ შეუფერხებლად მათთვის საჭირო ყველა მომსახურება, რომელიც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება გეგმურ ოპერაციებს, რომლებიც ამ რიცხვში შედის, გეგმური ოპერაცია არის ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ჯდება გარკვეული დაყოვნების ვადაში. სხვადასხვა ქვეყანაში ეს არის სხვადასხვა დროის მონაკვეთი, თუმცა არც ერთ ქვეყანაში ეს მონაკვეთ არ არის ექვს თვეზე დაბალი.

გარკვეული ნოზოლოგიები, რომლებიც საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას, ასევე ექვემდებარებიან კონსერვატიულ მკურნალობას და ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციები, რომლებიც ექვემდებარებიან კონსერვატიულ ჩარევას, არ მოხდეს აქ ქირურგიული ჩარევა, არამედ მოხდეს მათი შესაბამისი მკურნალობა. სწორედ აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ჯანდაცვის სისტემა  ამ საკითხს სხვადასხვანაირად განიხილავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა, რომელიც არის კარგად დანერგილი სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგოს საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, დაყოვნების ვადა, რომელიც გამოვაცხადეთ და არის ოთხი თვე, არის ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის არის ნორმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვზღუდავთ ხელმისაწვდომობას, პირიქით, ჩვენ ვახალისებთ ასევე კონსერვატიულ მკურნალობას.

საქართველოში არის კრიტიკული რიცხვი გადაუდებელი ოპერაციებისა და ეს რიცხვი არის 80%, აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია, რომ შემცირდა გეგმური ოპერაციების დაფინანსება, ისინი გულისხმობენ 20%-ის დაფინანსების შემცირებას, რომელიც რეალურად, დღეს დასახელებული რიცხვიდან გამომდინარე, არ შემცირებულა. შემიძლია, წარმოგიდგინოთ ამ პერიოდის სხვა წლების ჭრილში, რა რაოდენობის ოპერაციები ტარდებოდა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ბრალდებები, რომლებიც ამ საკითხზე ისმის, ჩემთვის არ არის მისაღები.

ჩემთვის კითხვებს ბადებს ის, რომ არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა, რამდენად რაციონალურად ვხარჯავთ ჩვენ ხალხის ფულს და ვსვამთ კითხვას, რომ რა ბედი ელოდება ბიზნესს, რომელსაც ისედაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში აქვს სახელმწიფოს გარანტია“

“ალია” – ყველა მოქალაქეს და ყველა კლინიკას აქვს უფლება ღიად მიმართოს მთავრობას, მით უფრო საყოველთაო ჯანდაცვაზე, რომელიც ხალხის ბიუჯეტით ფინანსდება და აქ დასამალი არაფერია. ეს არ არის “ჩაშვება” და არ “ტეხავს” ქალბატონო მინისტრო, ამერიკულ და ევროპულ ფასეულობებზე რომ საუბრობთ, პირველ რიგში ინფორმაციის ღიაობა უნდა გადმოიღოთ.

როცა არ გვივარგა ჯანდაცვის პირველადი რგოლი და ეგ არავისთვისაა საიდუმლო, რა თქმა უნდა გადაუდებელ ოპერაციათა რიცხვი იმატებს და არ უშველის მაგ ამბავს ამერიკული და ევროპული დაფინანსების მოდელი, საჭიროა პირველადი რგოლის ამუშავება.

ხალხის ფულით ხალხის ჯანმრთელობის სწორად დაფინანსებაზეა კითხვები და არა ბიზნესზე, ბიზნესის დაფინანსებაზე კითხვები – სამშენებლო სექტორში მოვიკითხოთ, გინდ ჯიგრულად და გინდ სამართლებრივად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved