• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუს-ი გვეუბნება, მრევლს ავიდეს ილოცოს, მაგრამ სასულიერო პირებს არ აგიშვებთო” – კათოლიკე მღვდელი

ალია ავტორი - ალია
13:29 05-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,410

ხმაურია მესხეთში – საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან კათოლიკე მორწმუნეებს არ უშვებენ. პოლიციელები კათოლიკე სასულიერო პირებს ადგილზე არ უშვებენ, მოტივით, რომ იქ მართლმადიდებლური წირვა ტარდება.

კათოლიკე მღვდელი, კონსტანტინე აკოფაშვილი ამბობს, რომ წინა წლების მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ ითხოვეს 13:00 საათზე წირვის ჩატარება, თუმცა “დაპირისპირების საფრთხის” მიზეზით 15:00 საათამდე ადგილზე არ უშვებენ.

“ამაღლების დღესასწაულზე ყოველ წელს, ტრადიციისამებრ ჩვენ ამოვდივართ ბუზმარეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაახლოებით, 2005 წლიდან ჩვენ უბრალოდ ჩამოგვერთვა ეს ეკლესია, სადაც ჩვენი წინაპრები ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ. მაგრამ ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ აგვეკრძალა იმ პატარა ნანგრევებთან მიახლოებაც კი, სადაც ახლა უკვე არის მონასტერი და არის მართლმადიდებლური ეკლესია. შარშან იყო მცირედი დაპირისპირება ამ ორ მხარეს შორის, მაგრამ წელს ჩვენ წინასწარ გავაგზავნეთ წერილი, ჩვენ გადავწიეთ წირვა 12-დან 13:00 საათზე, რომ არ მომხდარიყო მცირედი დაპირისპირებაც კი და ვთქვით, რომ პირველ საათზე ავალთ, წირვას ჩავატარებთ. არათუ იმ ეკლესიასთან ახლოს, რომელიც დიდი კლდით არის შემოღობილი, უბრალოდ ცალკე, გვჭირდებოდა 30 კვადრატული მეტრი, რომ წირვა ჩაგვეტარებინა. თუმცა მოვედით სასაზღვრო ზონასთან – აქ არის სუს-ი, პატრული, სასაზღვრო პოლიცია, აქ არის ჯარი… არ ვიცი, რას ემსახურება. გვეუბნებიან, რომ მრევლს შეუძლია ავიდეს ილოცოს, მაგრამ სასულიერო პირებს არ აგიშვებთო., რადგან გაუგებრობის და დაპირისპირების საფრთხე არსებობს”, – თქვა სასულიერო პირმა “ფორმულას” ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved