• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შს მინისტრად გელა გელაძე დაუნიშნიათ, სკოლების ციხეებად გადაკეთების გასაოცარი რეფორმის შემოქმედი. ამ რეფორმაზე ორი რამ მახსენდება”

ალია ავტორი - ალია
17:33 05-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
755

გიორგი ბუტა ჯოხაძე გელა გელაძის შს მინისტრად დანიშვნას ასე ეხმაურება:

,,გელა გელაძის მინისტრად დანიშვნაზე მინდა მოგიყვეთ, ცოტა დიდი ისტორიაა, მაგრამ ღირს წაკითხვად.
შსს-ს მინისტრად გელა გელაძე დაუნიშნიათ, სკოლების ციხეებად გადაკეთების გასაოცარი რეფორმის შემოქმედი. ამ რეფორმაზე ორი რამ მახსენდება. პირველი გიორგი ზერეკიძის, პოლიტპატიმრის ისტორიაა, ახლა ოცნების პროპაგანდის მანქანები სისხლიანი რეჟიმის აღწერისას ხშირად რომ იყენებენ. ეს ის ამბავია, 14 წლის ბიჭს 10 წელი რომ მიუსაჯეს და მიშა უბნის მაყურებლად, ე.წ. „ჰუსეინად“, რომ აცხადებდა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, როცა საკონფერენციო ნაშრომისთვის ვიკვლევდი თუ როგორ აშუქებდა სამთავრობო მედია ამ ისტორიას. კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო, რომ მთავრობამ 14 წლის ბავშვის კონფლიქტი დისტრიბუტორთან გამოიყენა სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საბაბად. მაშინდელი სამთავრობო მედია, ზერეკიძის ამბავს იყენებდა, როგორც შემთხვევას, რომელიც განგაშის ზარს რეკდა სკოლებში მეტი უსაფრთხოების საჭიროებაზე. ეს დისკუსიები, რომელიც მაშინდელ მედიაში არაფრიდან შექმნილი 14 წლის „ქუჩის ავტორიტეტის“ ამბავზე წარმოიშვა, საბოლოოდ მანდატურის სამსახურის და სკოლების ციხეებად გადაკეთების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. გავიდა დრო და ნაცებმა გელა გელაძის წყალობით, რომელიც პენინტენციური სამსახურიდან გადმოიყვანეს განათლების სამინისტროში, თავისი სურვილი დიდ საგანმანათლებლო რეფორმად გადააქციეს.
მეორე ამბავი უშუალოდ მანდატურებს, განსაკუთრებით ამ სამსახურში დასაქმებულ კაც მანდატურებს შეეხება. როგორ მუშაობდნენ ეს ადამიანები? ეს ადამიანები აქტიურ, არაფორმალურ ურთიერთობებს ამყარებდნენ სკოლის მოსწავლე ბიჭებთან, უახლოვდებოდნენ მათ და შესაბამისად, ჰქონდათ ინფორმაციები უბანში მომხდარ ყველა კონფლიქტზე. მათი მთავარი სურვილები ხშირად იყო ამ სამსახურიდან ძალოვან სტრუქტურებში დაწინაურება. აგრეთვე, თავისუფალ დროს ისინი ხშირად ეფლირტავებოდნენ სკოლის მოსწავლე გოგოებს – ფაქტობრივად ბავშვებს.
ერთი ისტორიაა – მეცხრე ან მერვე კლასში ვართ, დასვენებაზე ჩემმა კლასელმა ბედინას სიმღერის გარეპვა დაიწყო, ფანჯრები ღია იყო და მანდატურები გარეთ სიგარეტს ეწეოდნენ. ამ რეპის ტექსტი, სადაც ბედინა მოსამართლეს აგინებს 8 წლიანი პატიმრობის მისჯის გამო, ჩემმა კლასელმა ზედმეტად ხმამაღლა გაიმეორა და შედეგად, 1 წუთში ჩვენ საკლასო ოთახში ქოშინით შემოვარდნილი მანდატურების სრული შემადგენლობა აღმოჩნდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი კლასიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ ფანჯარაში თავი გამოყო და მათ შეაგინა, მაგრამ ვერ დაინახეს რომელი ჩვენგანი იყო. აქედან დაიწყო ზეწოლა, გვთხოვდნენ „დამნაშავის“ დასახელებას, თუ არადა კლასის ყველა ბიჭს პრობლემების შექმნით და მკაცრად დასჯით გვემუქრებოდნენ. ცხადია, არავის, არც ბიჭებიდან და არც გოგოებიდან აზრად არ მოგვსვლია ე.წ. „დამნაშავის“ დასახელება. სამაგიეროდ, ჩვენმა კლასელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და იმის გამო, რომ დანარჩენები პრობლემაში არ აღმოჩენილიყვნენ, აღიარა საკუთარი „დანაშაული“. მანდატურებმა ეს ბიჭი საკუთარ კაბინეტში ჩაიყვანეს და ძვლებში დამტვრევით ემუქრებოდნენ. მერვე კლასელ ბავშვს ეუბნებოდნენ, ღირსი ხარ ფორმა გავიხადოთ და ძვლებში დაგამტვრიოთო. ეს ბიჭი მსუბუქად გამოძვრა, ოქმი შეუდგინეს ბედინას გარეპვის გამო, მაგრამ სერიოზულად დასტრესილი სახე ჰქონდა როცა კლასში დაბრუნდა. ამ ყველაფერთან ერთად, მახსოვს მასწავლებლების უმწეო გამომეტყველებები, რომლებიც ცხადია რომ მანდატურების სამსახურის არსებობას ყველაზე მტკინვეულად განიცდიდნენ. ცხადია, მაშინდელი პერიოდის სკოლებში ამაზე ბევრად დრამატული და მძიმე ამბებიც ხდებოდა. კამერები, გისოსები და საპოლიციო დანაყოფები სკოლაში – ეს ახალი შსს-ს მინისტრის, გელა გელაძის სამსახურეობრივი მემკვიდრეობაა(სოდში და პენინტენციურ სტრუქტურებში მუშაობის გარდა) და თუ ოდესმე წინა რეჟიმის რეალურად გასასამართლებელი კომისია შეიქმნება, გელა გელაძე აუცილებლად აღმოჩნდება ამ კომისიის დასაკითხთა სიაში.“

თეგები: გელა გელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved