• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ მოგვკლავთ! – რა უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა ქისტებზე? – ხეობის უხუცესი

ალია ავტორი - ალია
21:11 06-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

რატომ არ მიდის პანკისელების ხმა ხელისუფლებამდე და  რატომ მიაჩნია ძალადობა ყველა ხელისუფლებას, თანაც ყოველთვის,  პანკისის ხეობაში პრობლემების გადაჭრის გზად?! – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა, „ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გვერდზე ონლაინ-ჩართვისას,  საქართველოს ხელისუფლების მისამართით გააჟღერა.

„ჩვენ საკმაოდ რთული გზა განვლეთ ,,ეროვნული მოძრაობიდან“ დღემდე. პირველივე დღიდან ქისტებმა გამოვავლინეთ, თუ საით უნდა დავმდგარიყავით. 

ყველას გვახსოვს, პანკისის კრიზისი რა მდგომარეობაში მიმდინარეობდა, შემდეგ სააკაშვილის პერიოდში და მის შემდეგაც, მაგრამ ეს გადავლახეთ. 

ამ პოლიტიკაში ერთი მაგისტრალული ხაზის გავლება შეგვიძლია. ქართველ და ქისტ საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებას ყოველთვის პანკისის ხეობაში ძალადობა მიაჩნდა პრობლემების გადაჭრის გზად.

როდესაც პანკისის კრიზისი დასრულდა, ძალოვნებმა გადაწყვიტეს,  ამ საკითხის გადაჭრა თავად აეღოთ საკუთარ თავზე.

პანკისის ხეობის უხუცესები ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ძალოვნები არ უნდა წყვეტდნენ, როგორ წარმართონ ხეობაში პროცესები. გვინდოდა ხელისუფლებამდე ხმა მიგვეწვდინა.

დარწმუნებული ვარ, არც სპეცოპერაციები და არც ჰესების საკითხი ასე არ წავიდოდა ხმის მიწვდენა, რომ შეგვძლებოდა.

ხეობაში  ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ  ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის საკმარისი, საჭიროა იდეოლოგიური პროექტების განხორციელებაც.

ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ხალხმა არ იფიქროს, რომ ჩვენ ტერორისტები და მკვლელები ვართ. ეს არის ჩვენი მიზანი. ამავე დროს გვინდა, რომ არ გვკლავდნენ.

დავარღვიეთ კანონი? უნდა ვაგოთ პასუხი. მაგრამ როცა ძალადობაა, ძალადობას ძალადობა უპირისპირდება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved