• რეკლამა
  • კონტაქტი
18:49, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დააბარა საპატიმროდან ირაკლი ოქრუაშვილმა ჭაბაშვილს

ალია ავტორი - ალია
22:16 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,609

ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. როგორც მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავს მხნედ გრძნობს და საერთოდ არ ნერვიულობს იმაზე, რომ საპატიმროშია.

ჭაბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ოქრუაშვილის მთავარი გზავნილიც გააჟღერა და თქვა, რომ მისი გირაოს არ გადახდას და წულუკიანის კომისიაზე არ მისვლასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.

მოვინახულე, მხნედ გამოიყურება, არ ნერვიულობს იმაზე, რომ საპატიმროშია. მან ასეთი რამ დამაბარა, მისი წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა და შემდეგ გირაოს არ გადახდა იყო სოლიდარობის გამოხატულება ქალბატონ მზია მაღლოებლსა და სინდისის პატიმრების მიმართ.

მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა  რეაქცია მოჰყვა მის დაპატიმრებას საზოგადოებაში და მან თავის მხრივ ყველას მადლობა შემოუთვალა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკურ შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სამართლებრივი არგუმენტები, რომ კომისიამ პროცედურებიც ვერ დაიცვა, თუ ამ პროცედურებს დაიცავდა უამრავი ბერკეტი გვქონდა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების, რის შემდეგაც, შესაძლოა მისი მისვლა კომისიაში საერთოდ საჭირო აღარ ყოფილიყო და ამ ყველაფერზე ჩვენ ვიდავებთ სასამართლოში, როცა არსებითი განხილვა იქნება.

არ არსებობს გადაწყვეტილება კომისიის, ოქრუაშვილს და არა მარტო მას, მიუვიდათ თავმჯდომარის წერილი, რომ გიბარებთ კომისიის სხდომაზე, ამ კომისიის რეგლამენტი ამბობს, რომ კომისიამ გაადწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ფორმდება ოქმით და ეს არის ადმინსიტრაციული აქტი, რომლის გასაჩივრებაც სასამართლოში შეგიძლია. შემდეგ კი შესაძლოა, სასამართლომ შეაჩეროს მისი მოქმდება, ვიდრე განიხილავს. მერე ამაზეა აწყობილი მთელი საქმე, ეს პროცედურა არ ჩაუტარებიათ და ეს დიდი დარღვევაა.

დაპატიმრებას რაც შეეხება, ეს არ იყო არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომ ის დამნაშვეა თუ არა, ეს იყო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული, რომ ვიდრე სასამართლოები მიდის, ეს ადამიანი იყოს თავისყფლებაზე თუ პატიმრობაში,- აცხადებს უფლებადამცველი.

ჭაბაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს არის სიგნალი სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომ თუ არ გადაიხდით გირაოს, არ დავიხევთ უკან და თქვენც იგივე, ციხის გზას გაგიყენებთო.“

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით გუშინ შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved