• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯინჭარაძის ცნობით, “ოცნება” ლონდონში ფორუმს მართავს და საელჩომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები სიიდან ჩახსნა

ალია ავტორი - ალია
17:04 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

“თავისუფლების მოედნის” წევრის, დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს, სადაც საელჩომ “ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი სტუმართა სიიდან ჩახსნა”.

“მნიშვნელოვანი განცხადება — არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. უნდათ, დააჯერონ ბრიტანელებს, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა. ფორუმს ესწრებიან “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი მინისტრები, მათ შორის ლევან დავითაშვილი. უცხოელებიდან მხოლოდ საფონდო ბირჟის 1 წარმომადგენელი და EBRD-ის ყოფილი წარმომადგენელი, პენსიაზე მყოფი კაცი, დაითანხმეს.

რამდენიმე ადამიანი დავრეგისტრირდით და ვაპირებდით კითხვების დასმას დავითაშვილისთვის — როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი; როგორ აპირებს დალაგებას ბრიტანეთთან, თუ ამის წინ ამერიკაში იყო და ვერ დალაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, და რაც მთავარია — როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ? დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან.

მოგვივიდა წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად მითითებულია დამსწრეთა დიდი რაოდენობა — თითქოს რიგებში დგებიან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ფულის დასაბანდად.

რა თქმა უნდა, საელჩოს ამ ბინძური სვლის მიუხედავად, გვექნება პრინციპული პროტესტი გარეთ. ყველას მოვუყვებით, რეალურად რა გარემოა საქართველოში. არალეგიტიმურმა საელჩომ უნდა იცოდეს, რომ მალე დამთავრდება მათი ლონდონში თარეში საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე. ისინი არ წარმოადგენენ არავის, ივანიშვილის გარდა და არ აქვთ არანაირი დიპლომატიური წონა ლონდონში. მოვუწოდებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც ამ ფორუმს ესწრებიან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. შესაძლოა, ყველა ბიზნესმენი არ იყოს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი – მაგრამ ამის დასაფიქსირებლად მკაფიო პოზიცია და ნაბიჯებია საჭირო”, – წერს ჯინჭარაძე.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი ქართველი ბიზნესმენები:

გიორგი ჩიქოვანი, დირექტორი – Georgian Oil & Gas Corporation

გიორგი მეგრელიშვილი – Chief Financial Officer – TBC Bank

არჩილ გაჩეჩილაძე – CEO of Lion Finance Group and Bank of Georgia

ზაზა ბაკურაძე – დირექტორის მოადგილე, LLC Peri

სამსონ ფხაკაძე – პრეზიდენტი, JSC Wissol Petroleum Georgia

ნიკოლოზ ხიდურელი – Group CFO, LLC Tegeta Motors

ფორუმი 16 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved