• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამარცხვინოა” – ზურაბიშვილი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

ალია ავტორი - ალია
14:27 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,065

ერთპარტიული პარლამენტის მიერ “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლებს “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ივანიშვილის რეჟიმს დიპლომატებზე ტოტალური კონტროლის დაწესების საშუალებას მისცემს.

სამარცხვინო სხდომა იყო პარლამენტში და გამოსვლები დიპლომატიური სამსახურის მეთაურებისგან, რომლებმაც წარადგინეს ახალი კანონი, რომელიც რეალურად “ქართული ოცნების” ტოტალურ კონტროლს აწესებს დიპლომატებზე, ელჩებზე საზღვარგარეთ. თუ მათ გადაუხვიეს ჩვენს საგარეო კურსს, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოხსნან, მიუხედავად როტაციისა. ალბათ, საჭიროა, რომ დღეს ყველა მოხსნან, რადგან ყველას გადახვეული აქვს იმ კურსისთვის, რომელიც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია ჯერ შეცვლილი არ არის და ყველა იქცევა არაკონსტიტუციურად, ვინც მიყვება “ქართული ოცნების” ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქებში”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ერთპარტიულმა პარლამენტმა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენითაც მიიღო – კანონპროექტს მხარი “ქართული ოცნების” 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რას ითვალისწინებს კანონი?

  • კანონის ამოქმედების შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
  • დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი დაემატა. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.
  • პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.
  • კანონში მიღებული ცვლილების თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
  • ამავე კანონით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved